[MOE] აფხაზეთის შესახებ

Day 2,603, 03:58 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

დიდი ბეიბი ბუმი იყო ქვეყანაში და დიდი გაურკვევლობაა ისევ რატომ აქვთ თურქებს აფხაზეთი დაკავებული... მე კი როგორც განათლების მინისტრის მოადგილე თავს ვალდებულად ვთვლი ინფორმირებული გავხადო ჩვენი თანამოქალაქეები!

თავდაპირველად საქართველო დიდ გაჭირვებაში იყო... მრავალი შემოტევა განხორციელდა ჩვენს წინააღმდეგ...მრავალჯერ წავაგეთ და მრავალჯერ მოვიგეთ... საბოლოოდ კი გავაერთიანეთ ქვეყანა... რუსეთი ჩვენ გვემუქრებოდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ყველაზე დიდი საფრთხე იყო ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს იმდროინდელი მთავრობა ფიქრობდა როგორ დაეცვა ქვეყანა, ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით... ძირითადი რაოდენობა მოსახლეობის პირველი დივიზიონიდან იყო! მათ შორის მთავრობის წევრებიც, ამ დროს ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა xSteviex-მა, რომელიც დღემდე არის ამ თანამდებობაზე, დაიწყო მოლაპრაკებები თურქეთთან. ეს ქვეყანა მაშინაც საკმაოდ ძლიერი იყო, ჰქონდა ყველანაირი ბონუსი(მაშინ House Material და ეგეთები არ იყო თამაშში) გარდა Rubber-ისა(რეზინისა). ეს რესურსი კი აფხაზეთში იყო. xSteviex-ის მოლაპრაკებები წარმატებული აღმოჩნდა, მეგობრების დახმარებთ ჩვენ გავაერთიანეთ ქვეყანა შემდეგ კი თურქებს დავუთმეთ აფხაზეთი.

ისინი იმ დღიდან მოყოლებული ყოველ კვირა 30 000 ლირას(ფულს მნიშვნელობა არ აქვსრადგან აქ ვალუტა არ არსებობს და ყველაფერი ერთი-ერთში იცვლება) ანუ ლარს გვიხდიან. ასევე ისინი გახდნენ გარანტი ჩვენი თავისუფლებისა. რუსეთის გეგმები ჩაიშალა და მათ შემოტევა ვეღარ გაბედეს!

დღეს ჩვენ რომ თავისუფლები ვართ ეს ყველა მეგობრის დამსახურებაა თუმცა თურქეთს ამ მეგობრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი თურქეთს უჭირავს, თუნდაც ამ ბრძოლაში ისინი დავეხმარნენ, სხვა მეგობრებთან ერთად... ასე მეგობრების დახმარებით ჩვენ შევძელით რუსეთის 2 რეგიონის - ჩრდილოეთ კავკასიისა და ვოლგის დაპყრობა!

ამ სტატიით მსურდა დამენახებინა თქვენთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თურქეთთან მეგობრობა, არ არსებობს აქ ორი კითხვა უნდა ჰქონდეს თუ არა თურქეთს ეს ტერიტორია... რაღათქმაუნდა უნდა ჰქონდეს, ისინი ჩვენ მრავალჯერ დაგვეხმარნენ და კიდევ დაგვეხმარებიან! თურქები არ არიან ოკუპანტები ისინი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრები არიან!

პატივისცემით განათლების მინისტრის მოადგილე და კონგრესმენი თქვენი Rezo Marshall Revishvili