[MOD] ვაცხადებ საყოველ[თაო მობილიზაცი]ას !!!

Day 2,798, 13:11 Published in Georgia Spain by Drikechito


მოგესალმებით!



დღეს მძიმე დღე იყო, მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა მოლაპრაკებები, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა, თუმცა უშედეგოდ.
ყველაფერი დაიწყო ჩატის შექმნით სადაც ჩვენი მთავრობის წევრებმა და ირანის მთავრობის წევრებმა მოიყარეს თავი.
თავიდანვე წავიდა მუქრანარევი საუბარი, რომ სომხეთის მიწები უნდა დაგვეთმო ირანისთვის.
ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი (ლუკა), თავაზობდა რამდენიმე ვარიანტს რომელიც ორივე ქვეყნისთვის იქნებოდა მომგებიანი თუმცა უშედეგოდ. შევთავაზეთ, რომ სომხეთის 2 რეგიონს ჩვენ დავიტოვბდით ხოლო 2 რეგიონი ირანს დარჩებოდა, მაგრამ უარი მივიღეთ.
ასევე შევთავაზეთ 2 რეგიონზე ქირის გადახდა ჩვენი მხრიდან, იმის მიუხედავად რომ ეს წამგებიანი იყო ჩვენთვის,მაგრამ ისევ სასტიკი უარი მივიღეთ.
იმეორებდნენ ერთიდაიგივეს, რომ მთლიანად თუ არ დავტოვებთ სომხეთს პრობლემები შეგვექმნებოდა.




როდესაც მოვიკითხეთ თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მთლიანი სომხეთის მიწებს დაგვიდეს ძველი კონტრაქტი, სადაც თურქეთი და ირანი ინაწილებდნენ სომხეთის მიწებს, თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის კოტრაქტი იყო, მის მერე 10 მთავრობა შეიცვალა ყველა ქვეყანაში, ეს უბრალოდ მიზეზი იყო ჩიხურ სიტუაციაში ჩვენი მოქცევის.


პირდაპირ ვეუბნებოდით რომ არ გვსურს ომი ირანთან და მოლაპარაკებით გადაგვეწყვიტა ყველაფერი, ერთადერთი რაც ამის პასუხად მივიღეთ იყო ის, რომ სომხეთის 2 რეგიონის ჩვენთვის დატოვებას იმ შემთხვევაში დაუშვებდნენ თუ დამატებით იმერეთის რეგიონს მივცემდით კიდე მათ 🙂 ამაზე ჩვენი პასუხი გასაგებია რასაც ვეტყოდით. საბოლოოდ მივიღეთ მუქარა რომ გავქრებით და ა.შ.



მოკლედ, ჯერ ირანს არ გამოუტანია კანონი საქართველოს ბუნებრივი მტრად ცნობის შესახებ, თუმცა ეს მალე მოხდება და იმის მიუხედავად, რომ ჩვენზე ძლიერები არიან უკან არცერთ ვარიანტში არ უნდა დავიხიოთ, ძვირი უნდა დაუჯდეთ მათ ჩვენი ე.წ. 'დასჯა"

ყველას მოგიწოდებთ გააკეთოთ თქვენი მაქსიმუმი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ წინ ისეთი ომი გველოდება რომელიც არ გვქონია.


ჩვენმა მთავრობამ და სენატის წევრებმა ირანთან "მოლაპარაკებების" დასრულების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება არ დაგვეხია უკან და კუდამოძუებულები არ გამოვქცეულიყავით სომხეთიდან, მითუმეტეს, რომ საკამოდ დიდი თანხა დაჯდა სომხეთს მიწების შემოერთება.

არ უნდა მივითმინოთ, ჩვენდამი აგდებულად ლაპარაკი და დამცინავი ტონი.



ვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას !!!

ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ჩარიცხეთ ამ მუში ფული, ხოლო ვინც არ ხართ წევრები გამომიგზავნეთ მე, ბევრს ვწერდი რომ საჭირო იყო ფულის მოგროვება სამომავლო ომებისთვის და აი დადგა ის მომენტიც.

ორი საათის წინ ჩემმა კოლეგამ ირანში უკვე გამოაცხადა მობილიზაცია და ფულსაც აგროვებენ, ისეც არ ულხინთ როგორც ჩატში გვებლატავებოდნენ. შეგიძლიათ ნახოთ სტატია.

სავარაუდოდ დღეს ღამე გამოიტანენ ნე-ს კანონს, ამის მერე დაიწყება დროის ათვლა და 24 საათის გასვლის შემდეგ, დაიწყება ომი. ანუ სავარაუდოდ ეს იქნება სამშაბათი.

უკვე გამოგვაცხადეს მტრად, სამშაბთს დილის 9 საათისკენ შედის კანონი ძალაში და ამის მერე უნდა ველოდოთ დარტყმას...




თქვენი იმედი მაქ ბიჭებო ერთად უნდა დავდგეთ და ყველაფერი გამოვა, თუ ბრძოლის პირველი წუთები ისე არ წავა როგორც ჩვენ გვინდა, არ შეწყიტოთ სროლა, ბოლომდე დაიხარჯეთ. იმედი გვაქ ასევე ჩვენი მოკავშირეების, თუმცა მათაც დიდი პრობლემები აქვთ, თურქეთი გამქრალია, უკრაინა გამქრალია.

დაქოქეთ თქვენი ჟანგიანი ტანკები 🙂

ირანი მოდის წვერები კიდია..... გააგრძელეთ 🙂





o7 და მიიღებთ იარაღს, თავდაცვის სამინისტროსგან...
================================================================================

თუ რამე კითხვა გაქვთ, მოგვწერეთ:
If you have any questions, please contact:


მინისტრი – Georgian Ghost
მინისტრის მოადგილე – vask0d
მინისტრის მოადგილე – Mr. Nicknam