[MOD] "კაპიტნების კონკურსი" – შედეგები.

Day 2,641, 07:41 Published in Georgia Turkey by Ilia Abramishvili





მოგესალმებათ თავდაცვის სამინისტრო ..!


როგორც იცით, კაპიტნების კონკურსი დასრულდა სამშაბათს. ამის შემდეგ 24 საათის განმავლობაში განვიხილავდი, თუ რომელი კაპიტანი იყო უფრო აქტიური და ასევე რეჯიმენტიც.
პასუხი გუშინ, ღამით კვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა და მინდა ახლა გაგაცნოთ კაპიტნების კონკურსის გამარჯვებული და ასევე გაგაცნოთ თუ რა ვითარებაა ქართულ არმიაში აქტიურობის მხრივ.

ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე.

მინდა გითხრათ, რომ ქართულ არმიაში მეტად რთული ვითარებაა აქტიურობის მხრივ.

ყველაზე აქტიურია პირველი რეჯიმენტი. თუმცა, როგორც ვიცით, ეს ქართული არმიის სპეცრეჯიმენტია და ყველაზე ძლიერი და აქტიური ხალხი ამ რეჯიმენტშია და ეს რეჯიმენტიც არააქტიური რომ იყოს, დავღუპულვართ და ეგაა...

არც ისე კარგი, მაგრამ სხვა რეჯიმენტებთან შედარებით უკეთესია მესამე რეჯიმენტი. ამ რეჯიმენტის კაპიტანი SolidGody, ერთ–ერთი ყველაზე აქტიურია არმიაში.

ასევე, სხვა რეჯიმენტებთან შედარებით კარგი ვითარებაა მეოთხე და მეცამმეტე რეჯიმენტებშიც, თუმცა ამის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი ჩვენთვის.

აქტიური კაპიტნებისგან მინდა გამოვარჩიო Georgian-qartveli, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჯიმენტი არც ისე კარგ დღეშია.

და ბოლოს, მინდა დავასახელო ამ კონკურსის გამარჯვებული კაპიტანი, ეს არის მეთორმეტე რეჯიმენტის კაპიტანი tanki01. ძალიან მომეწონა ამ მოთამაშის აქტიურობა, სურს რომ რეჯიმენტი საუკეთესო გახადოს ქართულ არმიაში, მაქსიმალურად ცდილობს რეჯიმენტის წევრებთან ურთიერთობას და ეხმარება მათ. მინდა მივულოცო მას გამარჯვება და ვუსურვო, რომ უფრო აქტიური ყოფილიყოს.
ფინანსთან სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხით, გადავცემთ მას ჯილდოს 🙂



აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე დაიწყება ახალი კონკურსი და ყველა მზად იყოთ ამ კონკურსისათვის. უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად ძლიერი და აქტიური ჯარი გვყავდეს.


მოვუწოდებ ყველას, გაწევრიანდეს ერთიან ქართულ არმიაში, რომელიც არის გარანტი ჩვენი სიძლიერის, ერთობისა და მეგობრობის !







მნიშვნელოვანია რომ რამდენჯერმე შემოიხედოთ ბრძანების გვერდზე დღის განმავლობაში, რათა ნახოთ ყოველი ახალი ბრძნება თუ განცხადება, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს.


თუ რამე კითხვა გაქვთ დამიკავშირდით.
If you have any questions, please contact me.



p