ვებ–გვერდი E-საქართველო

Day 2,616, 09:05 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!



მეგობრებო, ჩემი, "საქართველოს ეროვნული ფრონტის" ინიციატივითა და E-საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შევქმენი ბლოგი E-საქართველო.

https://ergeorgia.wordpress.com

ბლოგი მიზნად ისახავს თავი მოუყაროს თამაშში დაწერილ სასწავლო სტატიებს და ახალ დარეგისტრირებულ მოთამაშეს ერთიანი ინფორმაცია მიაწოდოს თამაშის შესახებ. ალბათ დამეთანხმებით ასე უფრო მარტივი იქნება თამაშის სწავლა და სტატიების სოციალურ ქსელში გავრცელებით ახალი მოთამაშეების მოზიდვა.

ამჟამად ბლოგზე რამდენიმე სასწავლო ტუტორიალია, ამიტომ გადავწყვიტე ყველას შეეძლოს საკუთარი სასწავლო სტატიის დამატება.

იმისათვის რომ თქვენი სასწავლო მასალა დაემატოს საიტზე შეავსეთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ. მასალის განთავსება უფასოა. სტატიის ბოლოს იქნება ბმული თქვენი რეფერალით

თუ გსურთ თქვენი პირადი სტატია განთავსდეს ბლოგზე, ამისათვის თქვენ უნდა გადაიხადოთ 300 ლარი აქ და შეავსოთ აპლიკაცია.
სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ეთიკურ ნორმებს და არ უნდა იყოს შეურაცხყოფისა და ძალადობის გამომწვევი.

თუ გსურთ ბლოგზე განთავსდეს თქვენი პარტიის შესახებ ინფორმაცია, ამისათვის უნდა გადაიხადოთ 800 ლარი აქ და შეავსოთ აპლიკაცია

ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიები ამავე დროს გაზიარდება თამაშის საქართველოს ოფიციალურ ფბ–გვერზე, გარდა პარტიული სტატიებისა.

გისურვებთ წარმატებებს და თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს
[img][/img]

◘–––––––––––––––FREEDOM TODAY