გილოცავთ!

Day 3,078, 02:19 Published in Georgia Georgia by respublik congres fadamala

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ამ დღის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ! სწორად ამ დღეს მაცხოვარი ტრიუმფით შევიდა იერუსალიმში .

ჩემგან დიდი სურვილია იერუსალიმი სინამდვილეში თუ არა თამაშში მაინც გახდეს ქრისტიანების დაქვემდებარების ქვეშ იმედია ამას გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობა !


ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი