ბრძანება განახდლა!

Day 3,050, 12:04 Published in Georgia North Macedonia by Aveun.

გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ ომის დასრულებას და რაც მთავარია წარმატებით დასრულებას, ყველანი დავიხარჯეთ, ბევრმა ნაღდი ფული დახარჯა, ბევრმა რაც ქონდა ის ყველაფერი დახარჯა და ნულზე დაჯდა, მოკლედ ყველა იყო ჩართული ქვეყნის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში და ამისათვის მადლობას გიხდით ყველას! ყველა ქართველ მებრძოლს!



ეხლა კი, რაც შეეხება უშუალოდ თემას.

დღეიდან და საბოლოოდ ეს იქნება საქართველოს საერთო სამხედრო ქვედანაყოფი! SPA ყველანი გადავდივართ აქ და ერთხელ და სამუდამოდ ვერთიანდებით!



ბოდიშს გიხდით ბრძანების ასე ხშირად შეცვლისთვის, მაგრამ საქმე ამას მოითხოვდა, რადგან შეიქმნა ახალი ალიანსი, სადაც საქართველოს აქვს სურვილი, რომ გაწევრიანდეს, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა, "ქვეყნის საერთო ზარალის 80% მაინც უნდა კეთდებოდეს 1 ქვედანაყოფის მიერ", ამიტომაც ჩვენი გაერთიანება, არა მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ უკვე აუცილებელი შესასრულებელი პირობაა, თუ ჩვენ ალიანსში შესვლა გვსურს.

ძალა ერთობაშია!

სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისთვის, სიყვარულით სისხლიანი დიკტატორი