როგორც ასეთი "წინასაარჩევნო"

Day 2,867, 20:31 Published in Georgia Australia by NO.ONE.
Georgian Shield - JanGo




მოგესალმებით. იმის გამო რომ არჩევნებამდე უკვე სულ რაღაც 7 დღე დარჩა მოდი მეც დავიწყებ ჩემ საარჩევნო კამპანიას 🙂 სანამ კონკრეტულად არჩევნებზე გადავალ სულ ცოტას ჩემ შესახებ გეტყვით. შორეულ წარსულში საკუთარი თავის ქებას მზრახავდნენ ამიტომ სულ მოკლედ გეტყვით. ნამუშევარი მაქვს თითქმის ყველა თანამდებობაზე რეგიმენტის კაპიტნიდან დაწყებული დიქტატურით დამთავრებული. ასე თუ ისე ყველა მიცნობთ. არ მივეკუთვნები ადამიანთა ისეთ კატეგორიას რომელიც პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის ინტერესებს საფრთხეში აგდებს. მთავრობაში ნამუშავები მაქვს ოპონენტებთან ერთად(ვისაც არ ახსოვს გეტყვის მაშინ როდესაც ჯიმი იყო პრეზიდენტი, და ჯიმიც დამეთნხმება რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდის დასაწყისი საქართველოსთვის).

როდის დავიწყე აქტიურად ქვეყნის მმართველობაში ჩართვა?

მაშინ როცა დაქსაქსულები ვიყავით, ზოგი თამაშიდან მიდიოდა ზოგიც უცხოეთში გარბოდა და ა.შ. ერთი თვის შემდეგ ყველამ ნახეთ შედეგი ერთ მუშტად ვიყავი და ჯერჯერობით აქამდეც ახერხებს ქვეყნის მოსახლეობა ესე ერთ მუშტად ყოფნას.

ცოტა არასერიოზულად ჟღერს მაგრამ ჩვენც მოვაწყვეთ ედიდგორი, ჩვენც გავიმეორეთ ის რეალური ისტორია როცა 10ჯერ ნაკლებმა მოსახლეობამ და თუნდაც მოკავშირეებიანად შევძელით არაერთი პრინციპული ბრძოლის მოგება. ვსო ამით დავამთავრებ საკუთარ თავზე ლაპარაკს. მონოლოგის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ერეპუბლიკის ისტორიაში ჩვენ ყველაზე დიდი მიღწევას..





რატომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება?

იმიტომ რომ ვფიქრობ რომ დროა თამაშში დავბრუნდე. ასევე ძალიან მაინტერესებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ხედვა თუ როგორ უყურებენ ქვეყნის მომავალს. მოკლედ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი.



კონკრეტული საკიტხები

1. "დიქტატურა"

სენატის გადაწყვეტილების მისი მფლობელი არის ლუკა შესაბამისად მე ჯიმის მიერ შექმნის სენატს რომელსაც არ განუცდია თითქმის რეორგანიზაცია სრულიად ვენდობი. ამიტომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მისი მფლობელი იქნება ლუკა კობერიძე.

განიხილება თუ არა ეს საკითხი კიდევ ერთხელ სენატში?

მხოლოდ ი შემთხვევაში თუ მისგან ექნება რაიმე არაადეკვატურ მოქმედებას ადგილი(რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება)


2. "სენატი"

მთაში არსებობდა და მგონი ახლაც არსებობს ხევის ბერი, უხუცესთა საბჭო და ა.შ მარტივი წესით კომპლექტდება ეს საბჭო. უხუცესებით არის დაკომპლექტებული. ჩვენთანაც მთავარი ის კი არ არის რამდენ რამეს წაიკითხავ ერეპუბლიკზე მთავარია რამდენი ხანია ხარ აქ და რამდენი მოვლენა მომხდარა სენ თვალწინ. ყველაფერი მარტივი გამოცდილების მიხედვით მოხდება ყველა წევრის დაკომპლექტება. სენატი იქედან გამომდინარე რომ ქვეყნის მმართელი ორგანოა საკუთარი სამთავრობო გუნდიდან თუ რომელიმე წევრი ამ გამოცდილებას არ დააკმაყოფილებას სენატის შემადგენლობაში არ შევა. (კონკრეტულად თუ დაგაინტერესებთ წევრებსაც ჩამოვთვლი მერე), მაგრამ ჯერ კიდევ მიდის ამ საკიტხებზე მუშაობა, არსებობს ადამიანი რომლის იქ ყოფნა აუცილებელია მაგრამ თავად არ გააჩნია სურვილი და ა.შ ბევრი მსგავსი შემთხვევაა რომელიც ამ ერთ კვირაში დალაგდება.

3. "პრემიერ-მინისტრი"

ადამიანი რომელიც უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტზე აქტიური პიროვნება, რომელიც სიევე უნდა ფლობდეს ქვეყნის მართვის უნარს როგორც პრეზიდენტი უფრო მეტადაც თუ არა. ამიტომ ამ თანამდებობაზე ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დაინიშნება "მერფი" იგივე "კაატინგა". ამ პოზიციის რეფორმა ის იქნება რომ უფრო მეტად აქტიური იქნება მოვალეობა ყველაფერი. ყველა მინისტრზე დახმარება და კონტროლი და ა.შ


4. "თავდაცვის მინისტრი"

შეუცვლელი ბაჩა, ნამდვილად მისაბაძი მეომარი ესაქართველოსთვის, რომელმაც ერთგული გული ბევრჯერ ანახა ქვეყანას და ყოველდღიურად იგივეს აკეთებს. ვფიქრობ რომ მგონი ცოტა ხანი ჯობია მან დაისვენოს და განიტვირთოს, საკუთარ ექაუნთს უფრო დიდი ყურადღება მაიქციოს. ამ თანამდებობას დაიკავებს ასევე გამოცდილი ადამიანი რომელიც ჩემი პრემიერობის დროს იკავებდა ამ პოზიციას თოკა - ამჟამად ჯეორჯიან ლაიონ, ძველ აცც-ს არ ამხსოვს თორა რა ერქვა შენსას კომენტარებში დაწერე მერე რომ გაიხსენოს ხალხმა.

ა) განახლდება კონკურსები
ბ) მოხდება ინფორმაციის სწრაფი გადმოცემა

5. "განათლების სამინისტრო"

ამ თანამდებობაზე მუშაობა მიმდინარეობს, და მალე დადგინდება თუ ვინ ჩაიბარებს და ჩაემატება სტატიაში. შეუთანხმებლად არ მინდა ვინმეს სახელი დავაფიქსირო.

ა) აუცილებალდ გასაკეთებელია მოსახლეობის აღწერა რომელსაც თავად გავუწევ კურირებას
ბ) და კიდევ თავიდან არ დავწერ ალბათ ყველამ წაიკითხეთ ლუკას სტატია განათლებაზე და თავდაცვაზე. საერთო იდეა იყო შესაბამსიად ზუსტად ისე გაკეთდება ყველაფერი როგორც უწერია. სტატიის ფორმას ვგულისხმობ.


6. "საგარეო საქმეთა სამინისტრო"

ყველაზე საპასუხისმგებლო რომელზეც რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვნახოთ რა სდეგით დასრულდება. პირადად ჩემი განახლებული არის მპპ-ების ის სერია რომელიც დღემდე გრძელდება და მიხარია. რამდენიმე ქვეყანასთან კიდევ გავაღრმავებთ ურთიერთობას აუცილებლად. ნელ-ნელა ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ არჩევნებამდე 7 დღეა.

7. "ფინანსთა სამინისტრო"

ამას ან გიო-ტომასა ან კიდევ ნიკაგოგოლა მიხედავს, ვნახოთ რომელი უფრო მეტს დროს გამოძებნის აქ ყოფნისას. აქამდე ყველაზე უსაქმური სააგენტო იყო მაგრამ ერთ კარგ საქმეს გავაკეთებ როცა მოვალ. აუცილებლად დაივლება და შედარდება ორი ფაქტი.. ტერიტორიების გაქირავებით შემოსული შემოსავალი და არსებული ტერიტორიებისთწარმოებით მიღებული შემოსავალი. გაკეთდება დასკვნები და გადაწყდება ის თუ რა უნდა ვქნათ. გასაქირავებელია რამე, ასე უნდა დავრცეთ თუ სრულებითაც რაიმე ვიქირავოთ.





ამ სტატიაზე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე 3-4 საათი გადაბმულად არ მინდოდა რაიმე სულელურად ან რაიმე ფანტაზიის სამყაროდან დამეწერა. ფიქრის დროს ძალიან ბევრი აზრები მიტრიალებდა მაგრამ დასაწერად რომ დავჯექი საკმაოდ მწირი გამომივიდა. დიდი წაკითხვა მაინც არ გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ვისაც დააინტერესებს ამ სტატიის განახლება მოხდება და შემდეგაც წაიკითხავს. და კიდევ თუ რაიმე არ წერია რაც გაინტერესებს დებატების ფორმატში გაგცემთ ყველაფერზე პასუხს. ასე რომ კომენტარებში კითხვები გამოუშვით.

რატომ 5 ოქტომბერს მე და არა სხვა?

ჯერ ერთი 1 კვირა დიდი დროა და სესაძლებელია კიდევ ბევრი კანდიდატი დაემატოს ან მოაკლდეს ამიტომ არათუ თქვენ ხმას მეც არ გამოვრიცხა ისეთი კანდიდატი დაემატოს რომ ჩემი ხმაც მას მივცემ ამრგამ ამჟამინდელი სიტუაციით ვფიქრობ იმას რომ ქვეყანას ახლა ჩემი დაბრუნება სჭირდება. მე როცა დიქტატორი ვიყავი მაშინ ხუცუ იყო პრეზიდენტი, ნუ შეიძლება ითქვას ერთად ვმართავდით(ვეხმარებოდი). მაშინ ისეთი სიტუაცია იყო რომ გამოცდილებას ვაგროვებდით და ისტორიას ვწერდი. სხვა რაიმის დროს ნაკლები გვქონდა რაიმე დაგვენერგა ან ა.შ. ახლა კი ვფიქრობ შედარებით მშვიდობაა ქვეყანაში და საჭიროა ჩემი სხვა მხრივ არსებული პლიუსებიც მოხმარდეს ქვეყანას.



და კიდევ დიქტატორი: არ იქნება ფასონზე და არ დაიკიდებს ქვეყანას ფეხებზე, გააკეთებს ბევრ სასარგებლო რამეს, თუნდაც იამს რომ მთავრობის მუშაობას გააონტროლებს, ხარისხს ვგულისხმობ რათქმაუნდა, და კრიტიკაზე მეტად დაეხმარება მის გამართულ მუშაობას. ლუკას აქტივობა და შესაძლებლობები ჩემზე კარგად იცით და არ დავიწყებ ახლა ჩამოწერას.




მარად თქვენზე შეყვარებული შილდი 🙂
თუ დაგაინტერესებთ დღეში ერთხელ შეამოწმეთ სტატიაა რაღაცეები ნელ-ნელა ჩაემატება ან ახალ სტატიას დავწერ თუ ბევრი იქნება ჩასამატებელი. მანამდე კი მინდა ჩემი პოზიცია მეჩვენებინა. მე უბრალოდ კანდიდატად არ წამომიყენებია თავი, მე სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს და ვფიქრობ რომ ამ არჩევნებზე ჩემი გამარჯვება საუკეთესო მომავალი იქნება ქვეყნისთვის.


აქ ვარ ბრალდებული, მსაჯული ქართველი ხალხია 🙂 სასამართლოს ველდოები 5 ოქტომბერს. ძალიან მაინტერესებს ეს დღე როგორ ჩაივლის.