[პრეზიდენტი] ყურადღებით გაეცანით!

Day 2,667, 23:47 Published in Georgia Ukraine by SuperManteX


გამარჯობათ, ბევრს არ ვილაპარაკებ და მოკლედ ჩამოგიყალიბებთ სიტუაციას. შეეშვით პანიკის აყოლას და იმოქმედეთ იმავე გეგმით, რითაც ჩვეულებრივ დაიწყო სავარჯიშო ომი. თუ რეგიონები დაიპყრეს, ვათვისუფლებთ აჯანყებით. ვისაც ეჭვი ეპარება, იხილოს საგარეო მინისტრის სტატია.

ბბ მოდის ნორმალურად და ეს სავარჯიშო ომი თავის დანიშნულებას აკეთებს, უამრავი ახალი მოთამაშე რეგისტრიდება, მაგრამ როგორ მიდის მაგათი ინსტრუქტაჟი უკვე რთული საკითხავია. მაქსიმალურად შევეცადეთ ბბ-მდე ეს საქმეც მოგვეგვარებინა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ძველ მოთამაშეებზე.

რაც შეეხება სამხედრო გეგმას, ხვალ შეტევასთან ერთად ვაპირებთ გავხსნათ აჯანყება ქუთაისში. !!!!! აჯანყება არის პრიორიტეტი !!!!! თუ ვინმე იბრძოლებს, დასცხოს უმეტესად აჯანყებაში. სხვა მხრივ, აჯანყების საქმე თუ წავიდა ხუთიანზე, მაშინ და მხოლოდ მაშინ ვიბრძვით მპპ ბრძოლაში... ბრძოლებში კო-ები ჩვეულებრივ დაიდება, ასევე ყოველი მოქალაქე რომელიც დაასაპორტებს აჯანყებას და აქვე გამომიგზავნის მაგის სკრინს, მიიღებს 1000 ლარს (ბევრი ამით დარწმუნებული ვარ ფულსაც კი გააკეთებს).

ეგ არ ნიშნავს, რომ ამ კამპანიის პერიოდში სიურპრიზები არ ყოფილა - იყო დანამდვილებით, და ყველაფერს ვერ გათვლი წინასწარ. ჩემთვის სიურპრიზი იყო მაგალითად ჩვენი დ4-ის პასიურობა გუშინწინ, ასევე რუსეთში მიმდინარე დიქტატორული აჯანყება. მაგრამ როგორც ყველა სიურპრიზსს, ამასაც მოევლება სწორი დაგეგმარებით. რუს დიქტატორთან კონდაქტის შედეგად გაირკვა, რომ მათი მთავრობსი მიერ შემოშავაბული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას, ანუ იგივენაირად როგორც წინა აბზაცში სწერია.

კედლებზე გასვლას და ხმამაღალ ღრიალს გულში მღიჯის ცემით (როგორც გვჩვევია), სჯობს ოპოზიციამ და პოზიციამ ღრმად ჩაისუნთქოს და მიჰყვეს ზევით დაწერილ გეგმას. თავდაცვის სამინისტროს ვთხოვ გამოქვეყნის შესაბამისი ორდერი როდესაც დაიწყება ბრძოლები და მივყვეთ ამ გეგმას. გისურვებთ გამარჯვებას ორივე ფრონტზე, მუდამ თქვენზე მზრუნველი პრეზიდენტი! o7




პ.ს. ამჟამინდელი სიტუაცია: რუსეთთან ომები ისევ გრძელდება და ამ კვირის ბოლოს დასრულდება ზავით. ჩრდილო კავკასიისთვის ბრძოლის დათმობა შედის ამ სტატეგიაში და თვს ნუ მოკლავთ, მედლებისთვის იბრძოლეთ ძირითადში, მომეზადეთ ხვალ საპირისპირო შემოტევისთვის.