არჩევნებია დღესაო!

Day 2,634, 05:25 Published in Georgia Ukraine by SuperManteX
იყო და არა იყო რა…
იყო ე-საქართველოში
პრეზიდენტის არჩევის მორიგი რაუნდი
...


წინადღიური დაპირებები, გრანდიოზული პროექტების გეგმები და პიარი, განსაკუთრებით შავი.


ვისაუბროთ შავ პიარზე.
ამხანაგმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, ოპოზიციას პოლიტ.ბოიკოტი დაუწუნა, როდესაც მეორე ხელით ხალხთა მეგოობრობის და პარტიათა შორის სიამტკბილობის ისეთი სურათი დახატა მისი კანდიდატურის გამარჯვებისას, მგელმა და კრავმა ჩვენ ბატონო იქით გადავბარგებითო და თქვენ ძოვეთ ამ ადგილას ერთად ბალახიო. კარგით ბატონო…



ჩვენმა ღრმადპატივცემულმა კოლეგებმა არჩევნების დამთვრებამდე მინდა ამ წინასიტყვაობით გაითავისონ, რომ ოპოზიციამ ბოიკოტზე მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრით, მისი არც რცხვენია და არც ერიდება, ამასთან იაფფასიანი ხრიკებით ამომრჩეველი არ გადაიბირება. შიშს რაც შეეხება, ვცახცახებთ ვერხვის ფოთლივით როგორც ატყობთ. რეალობას თვალი გაუსწორეთ ბატონებო და შეიძინეთ პოლიტიკური სიმწიფე.



ეს პროლოგი…
ახლა კი ვილაპარაკოთ საქმეზე.


თუ მე გავიმარჯვე, აქედანვე გეუბნებით რადიკალური ცვილებები მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი არაა, თუ თავად მინისტრებმა არ მოინდომეს უხელფასო შვებულება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე მჯერა მულტიპარტიული მთავრობის კაბინეტის და მირჩევნია ასეთი მოდელით ვიმუშაოთ; ხოლო ის რასაც ვაპირებ არის სრული რესტრუქტურიზაცია - სამინისტროებისთვის დეტალური დაყოფა და უფლებამოსილება-მოვალეობების გამიჯვნა. ყველამ უნდა იცოდეს ზუსტად რა ევალება და რა საქმეს უნდა მიაქციოს ყურადღება. არაეფექტურია რომ ქვეყნის სამთავრობო აპარატი მხოლოდ 5 ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული. ასეთი გეგმა ნიშნავს მეტ ახალბედას მინისტრის მოადგილეებად ან მინისტრებად, მეტ პოლიტიკურ გამოცდილებას ჩვენი მოთამაშეებისთვის, და ასევე ახალ სამინისტროებს.

გაფართოვდება პრემიერ-მონისტრის აპარატი და მას მიეცემა ფუნქცია სამინისტროებს გაუწიოს ზედამხედველობა, რათა იფუნქციონიროს ამ სქემამ როგორც კარგად დაზეთილმა მექანიზმმა. პრემიერ-მინისტრივე მოაგროვებს ინფორმაციას სამინისტროებიდან მათი მდგომარეობის/პროექტების შესახებ და შემდეგ გადაეცემა ეს ინფორმაცია უკვე მოსახლეობას.

თავდაცვის სისტემა დაიყოფა დივიზიების მიხედვით, ხოლო თითეულ დივიზიას ეყოლება მეთაური და მისი მოადგილე. თავდაცვის მინისტრთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან ერთად სამხედრო სტრატეგია შემუშავდება ამ ხალხისგან შეკრებილ გენერალურ შტაბში.

დაზვერვის დეპარტამენტი გადავა საგარეო სამინისტროს სტრუქტურის ქვეშ და საგარეო საქმეთა მინისტრს ამის გამო ეყოლება მინიმუმ 2 მოადგილე. ფინანსთა სამინისტროს დაევალება აღრიცხოს ბიუჯეტი და კრედიტების გადინება-შემოდინების დინამიკა, ასევე განიხილოს დაკრედიტების განაცხადებები და შეიმუშავოს ფისკალურ რეკომენდაციები პარლამენტისთვის. განათლების სამინისტრო კურირებას გაუწევს პროექტებს და კონკურსებს ე-საქართველოს მოქალაქეებისთვის; მათი პრეროგატივა იქნება ასევე სასწავლო გვერდების პერიოდული განახლება და შევსება ინფორმაციით.



ახლა რაც მთავარია - კონკურსები მედლებზე და კონკურსები ახალბედებისთვის. ჩემი მიზანია მათი პერიოდული დანერგვა და საუკეთესო აქტიური მოთამაშეების გამოვლინება. ფინანსურად უნდა წავახალისოთ ის მოთამაშეები, ვინც სწორად ვითარდება და დროს უთმობს თამაშში აქტიურობას. ჯილდოები შეიძლება სხვადასხვა იყოს - რესურსები, ფული ან თუნდაც ძლიერი აცც დაფინანსება.



კომუნიკაციის სამინისტროს დაფუძნება არის ასევე ის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც მინდა. აქ გაერთიანებული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი და მთავრობის პრესცენტრი. მოსახლეობა უნდა გვყავდეს ინფორმირებული - მთავრობა არ უნდა ელოდოს თავდაცვის მინისტრს, ან პრეზიდენტს რათა განთავსდეს ბრძანება სამხედრო მობილიზაციის შესახებ. კომუნიკაციის სამინისტროს პრეროგატივა იქნება მიაწოდოს ინფორმაცია ხალხს და აღდგეს ყოველკვირეული მთავრობის ანგარიშის წარდგენის ტრადიცია.


ასევე, მთავრობის წევრები, რომელბიც ერთი კვირა იგნორირებას უკეთებენ საკუთარ ვალდებულებებს, ჩანაცვლდნენ სხვა მოთამაშეებით ყოველგვარი წყენის გარეშე. ბონუსად შეგიძლიათ გადახედოთ გამას მიერ ჩემთვის ჩამორთმეულ ინტერვიუს: http://www.erepublik.com/en/article/-supermantex--2493100/1/20




პოსტ-სკრიპტუმ

თუ არ მოგწონთ ეს იდეები ან ფიქრობთ რომ რაღაც აკლია, ან უფრო უკეთესი, გაქვთ რაიმე მოსაზრება, რაც კარგი იქნებოდა განგვეხორციელებინა? მომწერეთ აუცილებლად! დიდი შანსია თქვენვე ჩაუდგეთ იმ იდეის დანარგვას სათავეში, ან თქვენივე აქტიური თანამონაწილეობით განახორციელოთ მთავრობასთან ერთად.


რაც მთავარია, ხმა არ დაგავიწყდეთ ხმა მისცეთ არჩევნებში დღეს: http://www.erepublik.com/en/main/presidential-elections

წინ საქართველო!




ავტორის შენიშვნა: ამ სტატიას უნდა მოჰყოლოდა თარგმანი ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ვიეტნამურ, ურდუ და პაშტო ენებზე. სამწუხაროდ საარჩევნო შტაბში ფინანსების სიმცირის გამო ეს ვერ მოხერხდა. წინასწარ ვუხდით ბოდიშს ე-საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციის ასეთი სახით მიწოდებისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის.
ასევე ტრადიციული გოგოც რომ არ მოიწყინოთ