წინასაარჩევნო

Day 2,630, 19:34 Published in Georgia Australia by NO.ONE.

ნახეთ ასევე ინტერვიუ: ინტერვიუ Georgian Shield-თან\ Interview with Georgian Shield [GEO/ENG]


მოგესალმებით თანამოქალაქენო, სტატია არც ისე პატარაა და ნუ დაიზარებთ, გადაიკითხეთ..

სტატიის ბოლოს კი მოგახსენებთ საყოველთაო აქციის შესახებ 🙂


როგორც მოგეხსენებათ გადავწყვიტე კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს საკითხი ვოლფთან ერთად გავიარე და ერთად გადავწყვიტეთ რომ ამ არჩევნებზე მე უნდა ვყოფილიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი მის ნაცვლად. როგორც მოგეხსენებათ Georgian Wolf არის ადამიანი ვისი პრეზიდენტობის ხანაშიც ყველა ქართველის ოცნება ახდა ცოტა ხნით მაინც 🙂 "რუსული მიწები ქართულ ფერად შევღებეთ", ამიტომ ამ ადამიანის სურვილი რომ დავრეგისტრირებულიყავი პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერების მიზეზი იყო, ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა მისდამი და მთელი საქართველოსადმი.

რაც აქ ვარ ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს მიღებული და 99% არის იმასთან დაკავშირებით რომ საკუთარ თავზე და მიღწევებზე ბევრს ვლაპარაკობ, შესაბამისად გამოვსწორდები და საკუთარ თავზე კრინტსაც არ დავძრავ და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ. ვინც დაჟინებით დაინტერესდებით ჩემი ვინაობით შეგიძლიათ პროფილი და გაზეთი ნახოთ ჩემი 🙂


პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ მმართველ გუნდზე.

ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი გამოცდილი, საინტერესო და აქტიური მოთამაშეა. ასე რომ ძალიან ბევრი მოთამაშეა რომელიც ნამდვილად ღირსეულად ჩაიბარებს რომელიმე თანამდებობას. არასწორად მიმაჩნია ის ფაქტი რომ მე მომავალში როგორც ქვეყნის მმართველს რადგან მეორე პიროვნებასთან კარგი ურთიერთობა მაქვს ამან უნდა განაპირობოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა. ყველაფრის უკეთესად გადასაწყვეტად შემდეგ ხერხს მივმართავ. 6-7 თებერვალი იქნება ის დროის პერიოდი როცა ყველა მსურველს შეეძლება CV-ს მსგავსად გააკეთოს და გადმომიგზავნოს წერილის სახით, სადაც იქნება მარტივ შეკითხვებზე პასუხი. ვინ არის? რა უნდა? რატომ უნდა? რის გაკეთებას აპირებს? რატომ იმსახურებს ამ თანამდებობას და ა.შ დანარჩენი ინდივიდუალურობაზე იყოს. ეს მონაცემები შესაბამსიად განხილული იქნება 8 თებერვალს და საღამოს უკვე მთავრობა დაკონპლექტებული იქნება.

რაც შეეხება ადამიანებს რომელთაც მე ვენდობი და ძალიან ვაფასებ მათ აზრსს, მათ ჩემ თანამდებობას ვუწილადებ. ამაში ვგულისხმობ რომ არ იქნება ერთმმართველობა. პრეზიდენტის ზემდგომი ორგანოს ჩამოვაყალიბებ რომელიც დაკონპლექტება რამდენიმე სავარაუდოდ 5დან 10კაცამდე გამოცდილი მოთამაშით. ამ თემაზე უკვე ვესაუბრე სახელგანთქმულ და გამოცდილ მოთამაშეებს Georgian Woolf-ს, Jimmy Levy-ს და Bendo7-ს. ისინი თანახმა არიან ჩემი გამარჯვების შემთხვევაში წვლილი შეიტანონ ქვეყნის მმართვაში. მათ დაემატება კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე.


"Prime Minister" მინისტრი რომელიც იქნება ინგლისურის და რუსულის მცოდნე და გამართავს ძალიან ბევრ "Erepub, Skype და FB Conversation"-ებს. ეს ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტზე აქტიური მოთამაშე, ასე რომ ვისაც ჩემზე აქტიური რომ იყოს თუ არ შეუძლია, სურვილიც არ გამოთქვას ამ თანამდებობაზე ყოფნის.


ასევე "Minister of Foreign Affairs" ძალიან კარგი CV უნდა გქონდეთ რომ სტივი ჩაანაცვლოთ 🙂 ღიად ვაცხადებ ამ კაცისადმი ჩემ პატივისცემას და ვფიქრობ რომ მისი დამსახურება არის ძალიან ბევრი რამე რაც ახლა გვაქვს!


კონკრეტული საკითხები და პროექტები რის დანერგვასაც ვაპირებ!

1. იბრძოლე შენი და ქვეყნის ბიუჯეტისთვის განსაკუთრებულ დღეებში!

უნდა შეიკრას მსურველთან ჯგუფი რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ძლიერი მოთამაშეებით, ძირითადად 1-2 დივიზიონებიდან. პირველი მსურველი და ამ აქციის წევრი მე ვიქნები. როგორც იცით არის დღეები 10x BH როცა მოთამაშეები BH მედალზე 10ჯერ მეტ ოქროს იღებენ. ასეთ დღეებში ძლიერი მოთამაშეების შემოსავალი ცოტა არ არის. ყოველი ასეთი დღის შემდეგ ყველა ძლიერი მოთამაშე ვინც ამ სიაში იქნება და ვინც ასეთ დღეს ხეირს ნახავს თავისი ნებით შეიტანს ქვეყნის ბიუჯეტში 5 ოქროს. 10 მოთამაშეც რომ იყოს, თვეში დაახლოებით 4 ასეთი დღეა, ბიუჯეტი 200 ოქროთი გაიზრდება 🙂 რამდენიმე ასეთ მოთამაშეს პირადად ჩამოვთვლი. ამ საკითხის კონტროლს მე თვითონ მოვახდენ. მოთამაშეები: მე, ტომასა, ჩარლიე ანუ ზერო, ჯეორჯიან სვორდ, ზაგრად იუნაიტედი, მაქსიმუსა და ა.შ


2. კარგი და საინტერესო ჟურნალისტი!

კვირის ბოლოს, კვირა დღეს შევაჯამებ პრესის მუშაობას და საუკეთესო 3 სტატიის ავტორს პრიზად გადავცემ 1-1 ოქროს, საუკეთესოს გამორჩევას მოვახდენ პირადად მე რადგან პირადად მე დავაფინანსებ ამ პროექტს.


3. საინტერესო და საგანგაშო!!


ძალიან საიტერესო და საგანგაშო სტატიებს ისევ საკუთარი ბიუჯეტით ვუყიდი ხმებს ანუ "VOTE"-ებს რომ ოპერატიულად და სწაფად ნახოს ყველამ და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.


4. რესურსების განაწილების შემდეგ ჩემს ჯგუფთან ერთად მოვახდენ სხდომას და გადავწყვიტავთ მომავალ საომარი გეგმების აუცილებლობას, საჭიროებას და შესაძლებლობას. და შემდეგ რუთში ცეცხლს დავანთებთ ამ საკითხის მიმართ. აუცილებლად არ შეგპირდებით ამას მაგრამ ყველა შესაძლო კარგ ვარიანტს განვიხილავთ.

5. ეკონომიკის კუთხით კი ასეთ რაღაცას ვფიქრობ. ზოგადა რეალობაშიც ქვეყანა ფინანსურად ვერ ხდება წარმატებული სანამ უცხო ქვეყნის ფულები არ დაიწყებენ ქვეყანაში შემოსვლას. ასე რომ აუცილებლად შევადგენ კარგი მეწარმეთა სიას და გაჭირვებულ ქვეყნებში სადაც 1-2 მიწა აქვთ მხოლოდ მათი ბაზრის ლიცენზიის აღებაზე და მათ ბაზარზე წარმატებულ მოღვაწეობაზე პირადად გავმართავ ყველასთან ტრეინინგებს ვისაც სურვილი ექნება.


6. ასევე პირადად ჩავუტარებ ტრეინინგებს ადამიანებს "Guarilla" ბრძოლაში და ვასწავლი რაღაც ნიუანსებს, ოღონდ ძან გამოცდილებს რომლებსაც გონიათ რომ მხოლოდ +2 ბონუსია გამარჯვების საიდუმლო იმათ არა 🙂


წარმატებები მისურვეთ და დამიჭირეთ მხარი 🙂


დიდი მადლობა ყურადღებისთვის..



და ბოლოს 🙂 ვინც ყურადღებით გაეცანით სტატიას, მიეცით ხმა და გამოიწერეთ ჩემი გაზეთი. კომენტარებში დაწერეთ შემდეგ გამოწერის ანუ "Subscribe"-ის ნომერი და სტატიის ხმის ანუ "VOTE"-ს ნომერი და მიიღებთ 1 400 ენერგიის საკვებს, კერძოდ კი 350 Q2 საკვებს.

კომენტარის მაგალითი: "V32/S1061 წარმატებებს გისუვებ შილდ; მიყვარხარ შილდ"



კარგად ბრძანდებოდეთ!!

ეს იყო გადაცემა ""შევეცი პოლიტიკას, ძირს ძალად პატრიოტები და გაუმარჯოს ნატურალურ ძუძუებს". აქ არ იყო არანაირი სტუმარი და არანაირი ინტერვიუ და დებატები, სტუდიაში იყო თქვენი მონადამორჩილი პრეზიდენტობის კანდიდატი

Georgian Shield