ე–საქართველოს ე–რაღაცნაირი ე–ეკონომიკა

Day 2,606, 11:52 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

ახლახან ქართული არმიის ჩათში მძაფრი კამათი მქონდა ეკონომიკურ საკითხებზე.
ჩემი აზრით, ეკონომიკა როგორც რეალური ისე ვირტუალური საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის სიძლიერე, რომ გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს და დიდ იმპერიათა გვერდით ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.


დავიწყებ და განვიხილავ შემდეგ თემებს:
◘ იმპორტი საქართველოში
◘ ექსპორტის მნიშვნელობა ადგილობრივი წარმოების განვითარების ფონზე
◘ ე–საქართველოს ეკონომისტები

◘ იმპორტი ე–საქართველოში ◘
მართალია, დიდი ხანი არაა რაც ე–საქართველოს ეკონომიკას თვალს ვადევნებ, მაგრამ ჩემთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა ის, რომ ე–საქართველოს ბაზარი იმპორტმა დაიპყრო.
აქ შეხვდებით იმპორტის ორ ტიპს, ესენია: ადგილობრივის იძულებითი და უცხოელის ნებითი. (ეს ჩემი ე–ქართული ე–ეკონომიკური ტერმინებია)

ადგილობრივის იძულებითი – მოგეხსენებათ, ე–საქართველოში არ არიან დიდი მეწარმეები(სულ რამდენიმეა), რომლებიც აქტიურად აწარმოებენ და ყიდიან უცხოეთში თავიანთ პროდუქციას. ადგილობრივი ბაზარი ცარიელი რჩება, ანუ მოთხოვნა იზრდება მაგრამ პროდუქტი არ არის. ამიტომაც ე–ქართველმა ახალგაზრდა ბიზნესმენებმა დაიწყეს პროდუქტის შემოტანა უცხოურიდან ქართლ ბაზარზე. მოგება არც თუ ისე დიდია მაგრამ დამწყებთათვის მაინც მნიშვნელოვანი. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ქართველ ახალგაზრდა ბიზნესმენები იძულებული დარჩნენ ფინანსური მოგებისათვის იმპორტისათვის მოეკიდათ მაუსი. ქართულ ბაზარს იმპორტის წურბელა "დაემართა"
უცხოელის ნებითი – უკვე ავღნიშნე, რომ ქართული ბაზარი მწირია. ადგილობრივების მიერ შემოტანილი პროდუქტი სხვა ბაზრებთან შედარებით ძვირად იყიდება. ე–ქართველი მდიდრები კი იაფ ბაზარზე ყიდულობენ პროდუქციას (ქართული ფული ისევ ქვეყნიდან გადის). ახლახან ვნახე კანონი რომელიც იმპორტ–ტაქსზე გადასახადს ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელს საშუალება ექნება დიდი გასახადიდან თავის არიდების გზით შემოიტანოს თავისი პროდუქტი (ალბათ იაფი). და ქართული ფული თავისთან წაიღოს. ქართულ ბაზარს იმპორტის წურბელა "დაემართა"

◘ექსპორტის მნიშვნელობა ადგილობრივი წარმოების განვითარების ფონზე◘
როგორც რეალური ისე ვირტუალური სახელმწიფოს ეკონომიკური ღირსება მაღალი ექსპორტია. ექსპორტი კი მაშინაა მაღალი, როცა ადგილობრივი წარმოება ძლიერია. უცხოელებისთვის სასურველი ხდება რომ ისევ ჩვენთან იყიდონ ან ჩვენ გავყიდოთ მათ ბაზარზე.
აუცილებელია მასშტაბური იყოს ქარხნები რაოდენობა, რომლის პროდუქციაც გაიყიდება როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე. ქვეყნის მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობები გაიზრდება, ომის დროს იარაღი და საჭმელი თითქმის უფასო იქნება. საუკეთესო შემთხვევაში ბიუჯეტიდან ფული აღარ დაიხარჯება (მეცენატი წარმატებული ბიზნესმენები დააფინანსებენ ომებს). ფული დაგროვდება. შესაძლებელია უცხოელი მოქალაქეების შემოერთების სურვილიც, როგორც თურქეთშია. თურქეთის ეკონომიკურმა სიძლიერემ პოლონელი, რუმინელი, ესპანელი, იტალიელი და სხვა ქვეყნების მოთამაშეებს უბიძგა თურქეთის მოქალაქეობა მიეღო და თურქეთს დახმარებოდნენ. (ეს ერთმა უცხოელმა მომიყვა).
დავაზუსტებ იმასაც, რომ ასეთი ვითარება ერთ კვირაში არ მიიღწევა. ეს არის რამდენიმე თვის მუშაობის შედეგი, ამით ხომ ქართულ ბაზარს იმპორტის "წურბელისგან" დავიცავთ.

◘ ე–საქართველოს ეკონომისტები ◘


ამ დროს ქართულ ბაზარს იმპორტის "წურბელა" წოვს!

=> ჩემი სურვილია, საქართველოს ეკონომიკა იყოს ძლიერი. რათა ვირტუალურ სივრცეში მაინც შევძლოთ მსოფლიო ასპარეზზე დიდი წარმატების მიღწევა!

უფალი გვფარადვეს ♥

დიდება საქართველოს!

[img][/img]


FREEDOM TODAY