[მთავრობა] ვიწყებთ! :)

Day 2,605, 01:44 Published in Georgia Ukraine by SuperManteX

მოგესალმებით ყველას!

მოგეხსენებათ გუშინდელი არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი (მიუხედავად იმისა რომ იგი პირადი მიზეზები გამო არ ჩანს ამჟამად). მისი თხოვნის შესაბამისად ვიკავებ პრემიერ მინისტრის პოსტს და შევეცდები მაქსიმალური ეფექტურობით ვმართო სამთვრობო აპარატი, მისი არყოფნის პერიოდშიც კი.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ახალ მთავრობაში იქნება რომა, ქრისტიან-დემოკრატების აქტიური წევრი, რომლის პროფილიც შეგიძლიათ ნახოთ აქ: Da Ria იგი შეარჩევს თავისივე ორ მოადგილეს და ასევე, ჩემი სურვილია თითეულ დივიზიონს ასევე ჰყავდეს საკუთარი საერდალი, ან გენერალი, რომელიც გააკონტროლებს ბრძოლების მიმდინარეობას. ამ კანდიდატურების შერჩევაში მინისტრს ყველა დავეხმარებით.

განათლების მინისტრის კანდიდატურად მიმაჩნია უპრიანი დაინიშნოს რეზო, იგივე რეზო მარშალი იგი აქტიურად მუშაობდა განათლების სამინისტროში და ახლაც აგრძლებს ახალბედების განათლებას მაქსიმალურად.

საგარეო საქმეთა მინისტრს სტივს დიდი წარდგენა არ სჭირდება. იგი ქვეყნის დაარსებიდან იღწვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და ასევე არის ჩვენი კავშირი სამხედრო ალიანსთან ROOT, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პრო-სირიუს ბლოკის ქვეყნებთან.

ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა ჯერ არაა დაზუსტებული და დაზუსტდება როგორც კი ამერიკის შემოტევის ფორს-მაჟორი გადავა ჩვეულ კალაპოტში. ასევე ველოდებით პრეზიდენტის გამოჩენას ასპარეზზე. ელოდეთ მთვრობის მორიგ განცხადებას უახლოეს მომავალში. მთავრობის ასეთ შემადგენლობას კი ვუგზავნით ამ მომენტიდან კონგრესს დასამტკიცებლად.


ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს,

სუპერმანტექს
ე-საქართველოს ვითომ-პრემიერი
😉