არწივი ვნახე დაჭრილი...

Day 2,604, 08:39 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

დიდი ხანი არაა რაც "ვცხოვრობ" ე–საქართველოში, მაგრამ ეს დღეებია ვრწმუნდები, ე–მსოფლიო ვირტუალური, მაგრამ ისეთივე მღელვარე სამყაროა როგორიც არის რეალური მსოფლიო.


◘ არწივი ვნახე დაჭრილი ◘
რეალურად საქართველო ოკუპირებულია, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში ქართველმა გეიმერებმა მოკავშირეებთან ერთად შეძლო ე–საქართველო გამხდარიყო ძლიერი სახელმწიფო. ჩვენი ქვეყნის მმართველი წრეები გამოცდილი მოთამაშეებისგან შედგება, რომლებმაც წინა თვეებში შეძლეს არაერთი წარმატების მიღწევა.
მიუხედავად წინსვლისა ე–საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მსოფლიოს დიდი იმპერიების გვერდით ამაყად მდგომი, ამაყი ე–მოქალაქეებისგან დაცული ე–საქართველო, გაგიჟებული ე–მსოფლიოს ხელში დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება.
სულ მალე რუსეთის აჯანყებაა მოსალოდნელი...
აშშ–ს რუსეთუმეობა...
თურქეთის საეჭვო თვალი...
ეს იმ მოკლე საფრთხეთა ჩამონათვალია, რომელიც განხორციელების შემთხვევაში დიდი ზიანის მომტანი იქნება ჩვენთვის.

ე–საქართველოში ჩემი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ჩავერთე ბიზნეს საქმიანობაში.
არსებული რეალობა სავალალოა.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამორჩენილი და იმპორტზე დამყარებულია, აქა–იქ თუ წააწყდები ექსპორტს.


ქვეყანის საფულე იცლება
უცხოური ტრანსფერებით მცხოვრებ რეალურ და ვირტუალურ ქვეყანას კარგი მომავალი არ უწერია.
აუცილებელია ჩვენი ფინანსების გაერთიანება და ერთიანი ბიზნეს პროექტების დაწერა–განხორციელება, რომელიც გააძლიერებს არამარტო ქვეყნის ბრძოლისუნარიანობას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ ქვეყნად გვაქცევს.

1) ბევრი მძლავრი ქარხანა
2) ძლიერი ბიზნეს–განათლების სისტემა
3) ბიზნეს–ფონდები
4) ვირტუალური ორგანიზაციები (ეკონომიკურ სფეროში)
5) საერთაშორისო ურთიერთობები ბიზნეს–პოლიტიკურ სფეროში

ჩვენ ამ იდეების განხორციელება შეგვიძლია

საქართველოს პოტენციური მტრები ძლიერდებიან, უნდა გავძლიერდეთ ჩვენც!
◘ შესაძლებელია ნეიტრალური ქვეყნის დოქტრინის შემუშავება ◘

მე მინდა, რომ საქართველო და ე–საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და სუპერ სახელმწიფო.

უფალი გვფარადვეს ♥

დიდება საქართველოს!

[img][/img]


Your MiLiTaRy Blog