რუსეთი გაიქცა, კავკასია თავისუფალია!

Day 2,598, 06:12 Published in Georgia Georgia by CharlieArg
Day 2,597


Today Ukraine joined the party




see you in Moscow!






რუსეთი გაიქცა, კავკასია თავისუფალია!

მარა ამ შედეგის მიღწევამდე დიდი გზა გავიარეთ!
დაახლოებით 6 თვის წინ როცა საქართველო ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის დამატებული იყო, თავს დაგვესხა ვერანი რუსეთი და თითქმის მთლიანად დაგვიპყრო, თბილისის გარდა რომელსაც ფარი იცავდა.



მაშინ ქართველი მოთამაშეების 95 %, პირველ დივიზიაში ვიყავით და სურვილის მიუხედავად სათანადო წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით. უკრაინელების და თურქების დახმარებით ჩვენ მაშინ გენერალური ბრძოლა გავუმართეთ რუსეთს აფხაზეთში რომლის დაპყრობაც მათ ქონდათ განზრახული თუმცა სასტიკი მარცხი იგემეს.


ამ გამარჯვების შედეგად ჩვენ ნელნელა გავაძევეთ რუსეთი საქართველოდან. მაშინ დიდი amvlad-ი გმირულად მოგვეხმარა 4 დივიზიაში რისთვისაც მან ჩვენგან მედალი მიიღო.
მახსოვს მაშინ ჩვენმა ერთ ერთმა მოთამაშემ, კერძოდ თუნგოზავრმა, რუსეთის MOD-ის სტატიაზე (სადაც ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდნენ) დაუწერა: "Maybe one day but not today!" (შეიძლება ერთ დღეს დაიპყროთ აფხაზეთი მარა არა დღეს). მაშინ კონტრ შეტევაზეც გადავედით კავკასიაში, მაგრამ წავაგეთ. თუმცა მაგ ბრძოლაში 33 ქულა შევძელით მოგვეგო. მას მერე რუსეთს აღარ შევუწუხებივართ.



მას მერე ჩვენ საგრძნობლად გავძლიერდით ყველა დივიზიონში. შემოგვემატა ბევრი ახალი მოთამაშე! ვაწარმოეთ წარმატებული კამპანია ახალ ზელანდიაში, წარმატებით ვიცავდით ჩვენს მოკავშირეებს მტრის შემოტევისგან. ძალიან სასიამოვნო დამთხვევა მოხდა როცა რუსეთთან ომის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, 4 სამხედრო შენაერთმა გადაწყვიტა ერთიანი ძლიერი სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბება და ასე შეკრული! ასე მთლიანი! წარმოსდგა ქართველი ერი, მტრის წინაშე!
1 დღეში ამ სამხედრო შენაერთმა 1 მილიარდზე მეტი დარტყმა განახორციელა.



დავუბრუნდეთ რუსეთს,
გარკვეულ მიზეზთა გამო, ისინი ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, იტალიაზე წარუმატებელმა შეტევამ ძალზე ცუდი ეფექტი იქონია, და მათ NE, ლიტვამ და უკრაინამ გამოუცხადეს, მათ აყვა საქართველოც რომელმაც ასევე გამოუცხადა რუსეთს NE და რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყდა.

ამდენმა ფრონტზე შეტევამ ბრინჯივით დააბნია რუსები და ყველა ბრძოლა სასტიკად წააგეს.



თუმცა ყველაზე მეტი ზეწოლა ჩვენზე შეიქმნა. რუსებმა ჩვენთან ომი დღის ომად გამოაცხადეს და ეცადნენ წინააღმდეგობის გაწევას.
იმისთვის რომ წარმოდგენა გქონდეთ თუ რა სიმძლავრის ბრძოლა იყო თითო-თითო "სქრინი" ამოვარჩიე ყველა დივიზიიდან რომელ რაუნდშიც ერთ ერთი ყველაზე მეტი "დემიჯი" დაიდო.





თუმცა ჩვენი მებრძოლების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მოკავშირეების დახმარებით და ბევრი CO-ს გამოყენებით შევძელით რუსეთისთვის საკადრისი პასუხის გაცემა და 1 ქულაც კი არ გავატანეთ.



შეიძლება ერთ დღეს გვანანებინონ მაგრამ, როგორც თუნგოზავრმა უთხრა 6 თვის წინ იგივეს გავუმეორებ: "Maybe one day, but not today!"



დღეს ჩვენი გამარჯვების დღეა და უნდა ვიზეიმოთ როგორც ამ დღეს შეეფერება!
შეგახსენებთ რომ ამ წუთებში ვოლგაზე მიმდინარეობს შეტევა, ქართული ტანკები მოსკოვს უახლოვდებიან!

ეს ყველაფერი ამაღლებს ჩვენს ავტორიტეტს და ყველას აჩვენებს რომ თავზე წამოსარტყმელი ქვეყანა არ ვართ და არავისი არ გვეშინია! ნახეთ რამხელა რაღაცას შევეჭიდეთ!




Edited day 2,599