სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდი სახელოვანი
merabi64
უკაკუნებს წვიმა მორზე
ტყეში ვარ და ვზივარ მორზე
გული ააცრუებული მაქვს
არა ერთზე არა ორზე
სამშობლოს გამყიდველები
როვერ მოვიყვანე გონზე
ავდექიდა ხმალი ვლესე თავი გავიპარსე ნოლზე
השב
·
You are reading an article written by a citizen of eRepublik, an immersive multiplayer strategy game based on real life countries. Create your own character and help your country achieve its glory while establishing yourself as a war hero, renowned publisher or finance guru.
merabi64
Comments
vaa ra mravlis momcveli tamashia erepubliki 🙂
saintereso statiaaa....
სხვათაშორის ლეოპარდი ყველაზე სწრაფი ცხოველია. მას შეუძლია 110 კმ/საათში სირბილი
magas gepardi qvia leopardis ert erti saxeobaa
+1 :დ
ლეოპარდი იგივე ჯიქი არის 1 სახეობა, ხოლო ავაზა იგივე გეპარდი არის სხვა სახეობა. ორივე სახეობა მიეკუთვნება კატისებრთა ოჯახს:
კატისებრნი (Felidae) - აერთიანებს რამდენიმე გვარს, რომელთაგან კარგად ცნობილია გვარები Felis (სადაც შედის შინაური და ტყის კატები, ლელიანის კატა, ჩრდილოეთამერიკული პუმა და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის სახეობა), Panthera (სადაც შედის ჯიქი, ვეფხვი, ლომი და იაგუარი), Lynx (ფოცხვერები), Ascynonix (ავაზა). სულ ოჯახში შედის 37 სახეობა.
მისია აქვს ალბათ და რაღაც უაზრობის დაწერას, იწვალა კაცმა და მშვენიერი სტატია დაწერა, თქვენ კი კაიფობთ.
ra shegvatkve kaifis ???
o7
o7
🙂
kargia
O7
o7
GL
vote
კარაკალზე ტუ გსმენიათ ეს კატისებრთა ოჯახის კიდევ ერთი ზალიან საინტერესო წარმომადგენელია
ჩვენს მეზობლად თურქეთსი და ირანში ბინადრობს http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/13852-%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%97-Caracal-caracal-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/88/
ყველაზე მეტი სახეობა კატისებრტა ოჯახიდან 2 ქვეყანასი გვხვდება ინდოეტსი და ირანში.
cougars rom ezaxina eg igive pumaa ??? mailo ???
cougar, puma, mtis lomi da pantera erti da igive cxoveia rogorcm vici
o7
o7
o7
როდინდელია :დ
+1
o7
o7
nolze 😃 😃 😃 o7
მომწონს მალადეც
ო7 ყოჩაღ
השב
ჩემო ძვირფასო მკითხველო , მინდა მიგითხროთ, თუმც სევდიანი , მაგრამ საინტერესო რამ და თქვენი აზრი მაინტერესებს მომხდარის შესახებ.
ამ დალოცვილ ქვეყანაში ყველაფერი კრიალოსანივითაა აწყობილი, წუთისოფელი თავის დაუწერელ კანონებს ემორჩილება. ყველას და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ყოველი ჩვენგანიც ხომ ვშრომობთ, ვმოღვაწეობთ, ვიბრძვით და ასე გავდივართ ცხოვრების დასასრულამდე. ამ ქვეყნიურ ცხოვრებას ყველა ვხედავთ და შევიგრძნობთ, მაგრამ როცა ვალმოხდილნი ვტოვებთ წუთისოფელს და გადავდივართ შეუცნობელ იმ ქვეყნიურ უსასრულობაში , ყველაფერი ბურუსითაა მოცული და ამოუხსნელი რჩება. ცხოვრებისეულ ფაქტებს თუ დავუჯერებთ, შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც ვირწმუნოთ , რომ იმ ქვეყნად არის რაღაც, ამოუხსნელი ფენომენი. .........
ძვირფასო მკითხველო , მე ფილოსოფიას არ მივყვები, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო ერთ პატარა შემთხვევაზე, რაც ჩემს ოჯახს გადახდა.
ჩემმა მეუღლემ მთელი თავისი ცხოვრება შრომაში გაატარა და პირნათლად მოიხადა ამქვეყნიური ვალი. სიცოცხლის ბოლო წელი მძიმედ დაავადდა და ლოგინს მიეჯაჭვა. ძნელია უცქირო საყვარელი ადამიანის გატანჯულ სახეს , რომელთანაც რამოდენიმე ათეული წელი გაატარე , შეჰქმენი ოჯახი , შვილები, შვილიშვილები. ერთად ვიზიარებდით სიხარულსა თუმწუხარებას და ხვდები რომ ახლოვდება დღეები მასთან სამუდამოდ განშორებისა. ეს ძალზედ მძიმე და დაუჯერებელია , მაგრამ ფაქტია. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით , რომ როგორმე შეგვემსუბუქებინა მისთვის ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილი და ოჯახურ გარემოში გაეტარებინა სიცოცხლის ბოლო დღეები.
დილით , ადგომისთანავე მასთან შევიდოდი, მძინარეს დავხედავდი, საბანს გავუსწორებდი , აპარატურას შევამოწმებდი , რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ასე შემდეგ.
იმ დილითაც ჩვეულებრივ შევედი მასთან ოთახში , თვალებგახელილი იწვა და ჭერში ერთ წერტილს მისჩერებოდა. გამიკვირდა მისი ჩუმად ყოფნა , რადგან , თუ ჩემზე ადრე გაიღვიძებდა ყოველთვის მიძახდა , ახლა კი ეს სიჩუმე. მივეფერე , საბანი გავუსწორე , როგორ ხარ , რატომ არ დავინახე, ვეფერებოდი და თან ველაპარაკებოდი. მან ცივი, შიშჩამდგარი თვალებით გადმომხედა
-იცი წუხილ სიზმარში ჩვენი მეზობელი ვნახე. (მეზობელი , რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა) და მითხრა შენ 138 ნომერი ხარო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, წუთიერად გავიყინე, ხმის ამოღება ვერ შევძელი , ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი ნათქვამი , მაგრამ თავს ძალა დავატანე, მივხვდი რომ მას ჩემგან ნუგეში და გამხნევება სჭირდებოდა.
-კარგი, სიზმარში რას არ ნახავს ადამიანი, ალბად ძილის წინ მასზე ფიქრობდი და მიტომაც დაგესიზმრა. შემდეგ სხვა რაღაცაზე დავიწყე ლაპარაკი, ვცდილობდი დამევიწყებინა მისთვის ეს სიზმარი , მაგრამ მე თვითონ ავფორიაქდი. არ ვიცოდი როგორი ახსნა მიმეცა ამ უცნაური სიზმრისთვის. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ოპტიმისტი ვარ , გულში შიში გამიჩნდა, ალბათ სიცოცხლის წუთები, საათები ან დღეები აქვს დათვლილი , გამიელვა თავში. შეიძლება სწორედ არ ვაზროვნებდი , მაგრამ შიშმა მიმიყვანა ამ დასკვნამდე.
იმედია მკითხველი არ გამკიცხავს ასეთი მძიმე განაჩენის გამოტანისთვის.
როცა 138 წუთი გავიდა , შვებით ამოვისუნთქე, შემდეგ გადავთვალე 138 საათი , მაგრამ ამჟამადაც ყველაფერი ძველებურად იყო და ეს დაძაბული საათებიც უკან მოვიტოვე. შიში ნაწილობრივ გაქრა. 138 დღე მისი სიცოცხლის ხანგრძლივობად მივიჩნიე და გულში ჩამქრალი ნაპერწკალი ოდნავ აციმციმდა.
ამ სიზმრის შესახებ არავისთვის მითქვამს , არ მინდა ჩემი შვილები და ახლობლები პანიკაში ჩავარდნილიყვნენ , რადგან ვიცოდი ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლიდა და ტყუილად ზედმეტ საფიქრალს გავუჩენდი
მიუხედავად იმისა, რომ მეც ვცდილობდი არ მოფიქრა ამ სიზმარზე, ზოგჯერ მაინც ამოტივტივდებოდა მეხსიერებაში და მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი მრჩებოდა. მისი მდგომარეობა კი თანდათან უარესდებოდა და სამი თვის შემდეგ სამუდამოდ გამოგვემშვიდობა.
მიუხედავად იმისა , რომ ვიცოდით მისი მძიმე მდგომარეობა , მაინც ძალზედ მძიმე იყო იმის გათვითცნობიერება , რომ იგი ჩვენს შორის აღარ იყო. ძალზედ ძნელია ამ მძიმე დღეების აღწერა და არც მინდა მკითხველს გული დავუმძიმო განშორების ტკივილის აღწერით......
ვინც დაკრძალვაზე ვერ მოახერხა მოსვლა , მთელი კვირის განმავლობაში სამძიმარზე მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. ამ მწუხარებამ ის სიზმარი დროებით გადამავიწყა , მაგრამ ერთ საღამოს, გვიან , როცა მხოლოდ ოჯახის წევრები დავრჩით, მეხსიერებაში კვლავ ამოტივტივდა 138. ჩემთვის ჩავილაპარაკე , მაინც ვერ გამიგია რატომ ნახა სიზმარში , რომ ის 138 ნომერი იყო. ყველამ გაკვირვებით შემომხედა , მათ ხომ არაფერი იცოდნენ იმ უცნაური სიზმრისთვის შესახებ. მაშინ კი მოვუყევი ყველას როგორც იყო. წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა საფიქრალს მიეცა. არც წუთები , არც საათები , არც დღეები ამომწურავ პასუხს არ იძლეოდა. მაშ რა?.... რატომ უთხრეს რომ შენ 138 ნომერი ხარო.
სიჩუმე შვილიშვილმა დაარღვია , მთხოვა მეჩვენებინა დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული საბუთები. მივუთითე სადაც იყო , მან გამოიტანა პაკეტი და დაიწყო საბუთების თვალიერება. ყველა ინტერესით მივჩერებოდით და მისგან ველოდოთ ამომწურავ პასუხს. მართლაც რამოდენიმე წუთის შემდეგ წამოიძახა.
- ეს არის , ზუსტად ისე როგორც ვფიქრობდი , პაპამ თავისი საფლავის მისამართი სიზმარში ნახა. აქ ზუსტად ასეა მინიშნებული რიგი პირველი , ნაწილი სამი და საფლავის ნომერი რვა. ე.ი. 138.
ყველა გაკვირვებული შევცქეროდით ერთმანეთს. როგორ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა სიზმარში ნახოს თავისი საფლავის სრული მისამართი , ან კიდევ , როგორ შეეძლო ასე მძიმე ავადმყოფს სიზმრად
Magaria