უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი

Day 2,562, 09:58 Published in Georgia Georgia by JangavaDze


მოგესალმებით ესაქრთველოს მოქალაქეებო

ბევრი ფიქრის და მსჟელობის შემდეგ გადავწყვიტე ამ დეპარდამენტის განახლება..ძაან ცოტა ხანს იმუშავა ამ სამინისტრომ და შეიძლება ბევრს არც ახსოვდეს და ამიტომაც გაძლევთ საშუალებას გადახედოთ წარსულს

უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი
შერჩეული აგენტები
UND -ს ანგარიში
იდეა თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ყოფილ თავდაცვის მინისტრ Charliearg-ს

ბოლოს მან მიატოვა ეს პროექტი შემდეგი სიტყვებით :
"მოკლედ ბოდიშს გიხდით ისეთ რამეს შევეჭიდე რასაც ვერ მოვახერხებ თავი გავართვა გადატვირთული გრაფიკის გამო ასე რომ დრო არ მაქ ინფორმაციის დიდ ნაკადს ორგანიზაცია და ანალიზი გავუკეთო და დიდი სტატიები გამოვაცხო, ამიტომ გთავაზობთ გადაუმუშავებელ ინფორმაციას პირველადი ფორმით როგორც გადმომცეს. თუ ვინმე მსურველია ჩაუდგეს სათავეში UND-ს კარგი იქნება თუ არადა უნდა მივატოვოთ იდეა რადგან მე ვერ დავწერ სტატიებს."

მე ვიღებ ჩემს თავზე ამ სამინისტროს გამართვას და მის მუშაობას.
პირველ ეტაპზე ისევ ავიყვანთ 5 აგენტს.

თითოეულ აგენტს დაევალება ამ ქვეყნების თვალყური და კვირაში ერთხელ ანგარიშის წარმოდგენა თავდაცვის მინისტრთან. თქვენს მიერ გადმოცემულ შეჯამებულ ანგარიშს კი მე წარვუდგენ საქართველოს მოქალაქეებს.

თვალყურში შედის

1) მეთვალყურეობაში აყვანილი ქვეყნების კანონპროექტების თვალთვალი. ვისთან დადეს MPP, ვის გამოუცხადეს ომი. დანარჩენი კანონპროექტები არ მაინტერესებს.

2) თვალყური მათ მიერ წარმოებულ ომებზე. ვის მოუგეს ომი, ვისთან წააგეს, ან ვისთან არიან ომში.

3) მათი ოფიციალური გაზეთების ანალიზი. ზოგი ინგლისურად წერს თუ არა და google-ით გადათარგმნილითაც გამოიტან აზრს. დეტალურად არ მჭირდება ინფორმაცია. უფრო მაინტერესებს რამეს თუ დაწერენ სამომავლო გეგმებზე ან მომხდარი ომების ანალიზი და ა.შ.


ჯერ ამით დავიწყოთ და სია შეიძლება გაფართოვდეს მოგვიანებით.

ახლა კი მჭირდება 5 მონდომებული მოთამაშე რომელსაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების ნაციონალურ დეპარტამენტს და დაიცვას ესაქართველოს ინტერესები. მსურველებმა დაწერეთ აქ ან მომწერეთ პირადში.

სტატიის უმეტესი ნაწილი გადმოღებულია ჩარლის ყოფილი ნამუშევრებიდან და ეს გააზრებულად გავაკეთე.. პროექტი კარგია ისეთივე როგორიც მან შექმნა და მის გადაკეთებას არ ვაპირებ .. მე მხოლოდ ბიძგს ვაძლევ რომ არ მოკვდეს და იარსებოს !