მუშაობა საზღვარგარეთ

Day 2,561, 13:41 Published in Georgia Poland by tchock

13 დღეა რაც თამაში დავიწყე და ვაკვირდები რა ხდება ქვეყანაში. ყველაზე თვალშისაცემი რაც იყო არის საზღვარგარეთ მუშაობა. ანუ უმრავლესობა (თუ ყველა არა, მათ შორის უკვე მეც) მუშაობს საზღვარგარეთ. შესაბამისად, ესაქართველოს ბიუჯეტში ფული მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების გადახდილი ტაქსით და გაყიდული საქონლის დღგ-თი (VAT) ივსება. ეს ჩემი დასკვნაა და თუ არასწორია, ამიხსენით. ჯერ კარგად არ ვარ გარკვეული ფინანსურ საკითხებში.

თუ ჩემი დასკვნა სწორია, გამოდის, რომ ყოველი მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, ყოველდღე:
1. ასრულებს სამუშაოს სხვა ქვეყნის ბიზნესისთვის
2. გადასახადს უხდის სხვა ქვეყანას
3. ხარჯავს ენერგიას სხვა ქვეყნისთვის
4. ყიდულობს პროდუქტს სხვა ქვეყანაში, რადგან იმყოფება საზღვარგარეთ

ბევრი მოქალაქე მუშაობს თურქეთისთვის, რაც, ჩემი აზრით, საშინელებაა, რადგან მოვახმართ ჩვენს რესურსებს ქვეყანას, რომელიც დღესდღეობით ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ჩემი აზრით, საჭიროა ესაქართველოში ხელფასების ხელოვნურად გაზრდა და ყველა მოქალაქისთვის მოწოდება, რომ იმუშაონ საქართველოში. შესაბამისად, გაიზრდება პროდუქტის წარმოება, რაც შეამცირებს პროდუქტის ფასს და მოგვცემს საშუალებას რომ ეს პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს. (დღეს ექართული პროდუქტის ფასი საბაზრო ფასთან შედარებით მაღალია)

უნდა გაიზარდოს Work Tax-იც, რომელიც დღეს ესაქართველოში 3%-ია, რათა კიდევ უფრო მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში. თავის მხრივ, მთავრობამ ბიუჯეტში შესული ფული გონივრულად უნდა გამოიყენოს მოქალაქეების დასახმარებლად. მოქალაქეებს, პირველ რიგში, უნდა დავეხმაროთ ლეველის მომატებაში, რადგან ესაქართველოს საშუალო ლეველი, მსოფლიოს საშუალო ლეველთან შედარებით საგანგაშოდ დაბალია - 15