მიმდინარე ბრძოლები (ამერიკა, აფრიკა, აზია) {რეპორტაჟი)

Day 2,551, 04:58 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გამარჯობათ!
ყოველდღიური ბრძოლების მიმოხილვა დაბრუნდა!

და აი დაგიბრუნდით...
ამ სტატიაში დავწერ მიმდინარე ბრძოლების შესახებ გარდა ევროპისა!

დავიწყოთ ჩრდილოეთ ამერიკით სადაც ბრიტანეთი აგრძელებს კანადის ოკუპაციას! მათ ჩაახშეს კანადელთა აჯანყება და აგრძელებენ შეტევას ქალაქ - ფრედერინგტონზე! ალბათ ბრიტანელები ამ ქალაქსაც დაიკავებენ რადგან ანგარიში 27-0ია ბრიტანელთა სასარგებლოთ!

კოლუმბია აგრძელებს მექსიკაზე შეტევას! მათ დაიკავეს მთელი ტერიტორია რაც მექსიკელთა კონტროლქვეშ იყო... დარჩა მხოლოდ 1 რეგიონი სადაც არის დედაქალაქი - ვერაკრუზი! კოლუმბია ჯერჯერობით იმარჯვებს ბრძოლაში ანგარიშით - 11-0! ალბათ მექსიკელებიც გაიბრძლებენ და ასე მარტივად არ დათმობენ დედაქალაქს!

გადავიდეთ აღმოსავლეთისაკენ... საუდის არაბეთი აგრძელებს ბრძოლას განთავისუფლებისათვის! დღეს ისინი ქალაქ ბანდარ აბასის განთავისუფლებას ცდილობენ, თუმცა ამჯერად თურქეთი იმარჯვებს ანგარიშით 11-0. როგორც ჩანს დამთავრდა მათი გამარჯვებები... თურქეთ მეტ რეგიონს აღარ დაკარგავს! თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები არავინ იცის...

ინდოელებიც აუჯანყდნენ თურქებს ქალაქ ლაქნოუში! ეს ბრძოლა ახალი დაწყებულია და ანგარიშია 0-0! ვნახოთ როგორ დასრულდება ის!

აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტაივანელები ცდილობენ გაანთავისუფლონ ქალაქი დაეგუ სამხრეთ კორელთა ოკუპაციისაგან! ტაივანელები შესანიშნავი მებრძოლები გამოგდგენენ - ანგარიში 55-11ია ტაივანის სასარგებლოდ!!!

ესეც დაპირებული სტატია
დაგიბრუნდებით ახალი სტატიით შესაძლოა დღეს!

გაზეთის სპონსორია Machak The Don რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით!

გმადლობთ ყურადღებისათვისთვის!!



პატივისცემით Rezo Marshall Revishvili