მიმდინარე ბრძოლები (ევროპა) {რეპორტაჟი)

Day 2,551, 03:10 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გამარჯობათ!
ყოველდღიური ბრძოლების მიმოხილვა დაბრუნდა!

დავიწყებ შავი ზღვის დასავლეთით - კონკრეტულად ბულგარეთით. გუშინ ბულგარელებმა შეძლეს გაენთავისუფლებათ დედაქალაქი - ბურგასი რუმინელი ოკუპანტებისაგან, დღეს ისინი ქალაქ - პლოვდივისთვის იბრძვიან... შეიძება ვთქვათ რომ ამ ქალაქის დაბრუნებაც დროის ამბავია - ბულგარელები 66-0ს იგებენ!



ამ ტერიტორიიდან ცოტათი დასავლეთით ასევე მიმდინარეობს ბრძოლა... მაკედონია მუდმივად საბერძნეთის დარყმებს იგერიებს... ხშირად ეს არც გამოსდის ხოლმე... მაკედონიელების მფლობელობაში 2 ტერიტორიაა. ბერძნები დედაქალაქ - სკოლპიეს უტევენ, ანგარიშია 11-0 მაკედონიელთა სასარგებლოდ!



მიმდინარეობს ბრძლა სლოვენიის რეგიონ - პრეკმურიეშიც სადაც ხორვატებს იერიში მიაქვთ ქალაქ მურსკა სობოტაზე... სლოვენიელებს თავიანთი ტერიტორიის დაცვისთვის როგორც სჩანს ძალა არ ჰყოფნით, ანგარიში 53-13ია ხორვატთა სასარგებლოდ!




ქალაქ ბრნოშიც არასტაბილური სიტუაციაა... ჩეხები იბრძვიან პოლონელთა წინააღმდეგ ამ ქალაქის განსათავისუფლებლად! თუმცა ანგარიში 11-0ია... ვერ ვიტყვით ეს რეალური ბრძოლაა თუ მხოლოდ იმიტირებული რადგან ბრძოლა ახალი დაწყებულია!

ევროპის ჩრდილოეთში გრძელდება დიდი ომიანობა! ლიტვას იერიში მიაქვს შვედეთის ქალაქ მალმოზე! პარალელურად შვედები აგრძელებენ ბრძოლას ქალაქ ორებროს განსათავისუფლებლად!
მალმოში ლიტველები 20-2ს იგებენ! ორებროში კი შვედები 11-0ს იგებენ!
სავარაუდოდ შვედები და ლიტველები რეგიონებს გაცვლიან... თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით! ყველაფერი წინაა!!





შვედებისა და ლიტველების ბრძოლის გარდა ევროპის ჩრდილოეთში მიმდინარეობს ბრძოლა ფინეთსა და ესტონეთს შორისაც. ესტონელები ცდილობენ დაიკავონ ფინეთის ქალაქი - ოულუ, და გამოსდით კიდეც. ესტონელები 21-1ს იმარჯვებენ! აღსანიშნავია რომ აქამდე ყველა დივიზია შესანიშნავად იბრძოდა ესტონეთის მხრიდან... მიმდინარე შებრძოლებაში კი მხოლოდ მეოთხე იბრძვის... როგორც ჩანს დანარჩენ დივიზიებს რესურსები ამოეწურათ! თუმცა ალბათ მალე აღიდგენენ ისინი ძალებს და გააგრძელებნ ისეთ ბრძოლას როგორიც მათ ეკადრებათ!!!



ბოლოში მინდა მადლობა გადავუხადო Machak The Don -ს რომელიც ჩვენი გაზეთის სპონსორია!

ფოტოებით მეხმარება Geo.AssasiN !

სულ ეს იყო! დაგიბრუნდებით მთელ მსოფლიოში მიმდინარე ბრძოლებით (გარდა ევროპისა)


გმადლობთ ყურადღებისათვისთვის!!





პატივისცემით Rezo Marshall Revishvili