მიმდინარე ბრძოლები (ამერიკა) {რეპორტაჟი}

Day 2,550, 10:47 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გამარჯობათ!

...და აი ახალი სტატია ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე ომების შესხაებ, ოღონდ ევროპის გამოკლებით რადგან მასზე უკვე დავწერე.
კანადა დიდ გაჭირვებაშია, მას უტევს ძალიან ძლიერი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო. დღეს ბრიტანელებმა იერიში მიიტანეს კანადის დედაქალაქ - ქუებექ სითიზე და 56-10ს იგებენ!
სავარაუდოდ ეს ბრძოლა ბრიტანელებმა უნდა მოიგონ!

მექსიკის ტერიტორიის დიდი ნაწილი კოლუმბიის კონტროლქვეშაა. მექსიკას 2 რეგიონიღა დარჩა... დღეს კოლუმბიელები უტევენ მექსიკის დედაქალაქ - მონტერის... ანგარიში 45-10ია კოლუმბიელების სასარგებლოდ! ალბათ ამ ბრძოლის შემდეგ მექსიკას 1 რეგიონი დარჩება.

სამხრეთ ამერიკაშ მიმდინარეობს ბრძოლა ვენესუელაში კონკრეტულად ქალაქ - სან ხუან დე ლოს მოროსში. ვენესუელელები აუჯანყდნენ ოკუპანტ პორტუგალიას! დიდი ბრძოლაა გამართული ანგარიში 12-10ია პორტუგალიის სასარგებლოდ!
საინტერესოა როგორ დასრულდება ის!

ამერიკის კონტინენტზე არგენტინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს 2 აჯანყება. პირველ შემთხვევაში არგენტინას პერუ აუჯანყდა ქალაქ - არექუიპაში მეორე შემთხვევაში კი ბოლივია სანტა კრუზში.
პერუ უშანსოდ მარცხდება 33-0ს ხოლო ბოლივია 11-0. არგენტინა კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის სიძლიერეს!

გადავიდეთ აფრიკაში სადაც ნიგერია ცდილობს დაიბრუნოს არგენტინის მიერ ოკუპირებული ქალაქი - პორტ ჰარკოურტი! არგენტინა აქაც იმარჯვებს 22-0!

მიმდინარეობს აჯანყება ეგვიპტის ტერიტორიაზეც, რომელიც საბრძნეთის კონტროლქვაშაა, კონკრეტულად ქალაქი ლუქსორი. აქ ბრძოლა ახალი დაწყებულია ამიტომ ანგარიში 0-0ია, თუმცა ბერძნები პირველ შებრძოლებაში იმარჯვებენ!

საუდის არაბეთიც იბრძვის დამამის დასაბრუნებლად, ეს ქალაქი ოკუპირებულია თურქეთის მიერ! არაბები 39-5ს იმარჯვებენ! ეს დიდი სენსაციაა!!!

მიმდინარეობს ბრძოლა თეირანშიც, რომელიც თურქეთის კონტროლქვეშაა, ირანი კი იბრძვის ამ ტერიტორიის განთავისუფლებისათვის!

აზიის აღმოსავლეთში პარაგვაის კონტროლირებად ქალაქ ნაჩანგზე ჩინელებმა განმათავისუფლებლებმა მიიტანეს იერიში! ანგარიშია 64-31 პარაგვაის სასარგებლოდ, ჩინელები ალბათ ბოლომდე იბრძოლებენ თუმცა მათი გამარჯვების შანსი საკმაოდ დაბალია.

ინდონეზია იბრძვის რათა გაანთავისუფლოს ქალაქი- ჯაკარტა არგენტინელთა ოკუპაციისაგან!
ანგარიშია 42-35 არგენტინელთა სასარგებლოდ. დღეს ისინი არგენტინის საუკეთესო მოწინააღმდეგეები არიან!
ავსტრალიაც მედგრად ებრძვის ოკუპანტ არგენტინას ქალაქ ბრისბეინში, ანგარიში 22-11ია არგენტინის სასარგებლოდ თუმცა ავსტრალიელთა ბრძოლისუნარიანობა მაინც დასაფასებელია!

... და ბოლოს, ახალი ზელანდია იბრძვის რათა გაანთავისუფლოს ქალაქი ოტაგო ჩილელებისაგან! 4 რეგიონიდან 2 ახალი ზელანდიის ხელშია, დანარჩენი ჩილელებისაა! ზელანდიელებს ამ ომში გამარჯვევის შანსი აღარ აქვთ... ისინი 42-2ს მარცხდებიან... სავარაუდოდ ახალი ზელანდია ვერ გააფართოვებს ტერიტორიას!

და როგორც ვხედავ დაიწყო ბრძოლა უკრაინასა და უნგრეთს შორის ქალაქ უჟგოროდში. ეს თემას არ შეესაბამება თუმცა ცხელ-ცხელი ამბები ყოველთვის საინტერესოა... პირველ შებრძოლევაში უნგრები იმარჯვებენ თუმცა ეს ჯერ დასაწყისია, ყველაფერი წინაა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები!

გმადლობთ ყურადღებისათვის!



პატივისცემით Rezo Marshall Revishvili