მიმდინარე ბრძოლები (ევროპა) {რეპორტაჟი}

Day 2,550, 08:52 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გამარჯობათ!
Guess who`s back? 😃 😃: D
დღეს ისევ ევროპაზე დავწერ და შემდეგ თუ მოვახერხე სხვა კონტინენტებსაც გადავწვდები 🙂
დავიწყოთ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილიდან, კონკრეტულად ქალაქ - ბურგასდან რომელიც ბულგარეთის ქალაქია თუმცა ოკუპირებულია რუმინეთის მიერ!
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთმა თქვა (იმედია წაიკითხეთ მე რომ დავდე).
ბურგასში ბულგარელები 33-0ს იმარჯვებენ, როგორც ჩანს მათ მართლაც დაიწყეს ბრძოლა განთავისუფლებისათვის!

გადავიდეთ დასავლეთ ევროპაზე, კონკრეტულად საფრანგეთზე. ფრანგებმა წამოიწყეს აჯანყება ქალაქ ლილში პოლონეთის წინააღმდეგ, თუმცა ამაოდ, ისინი 21-2ს მარცხდებიან...
მათ მხოლოდ 2 ტერიტორია აქვთ, მათი ოკუპანტები არიან პოლონეთი და აშშ. ჯერჯერობით ვერცერთ აჯანყებაში წარმატებას ვერ მიაღწიეს... სავარაუდოდ ექნებათ რამე გეგმა, ალბათ მათი რეალური ძალა ჯერ არ გამოჩენილა.

ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ - სარაევოს ხორვატები უტევენ! ბოსნია-ჰერცოგოვინას ისე 2 რეგიონიღა დარჩა... ამ ტერიტორიის დაკარგვაც დიდი დარტყმა იქნება! ხორვატები ამ ბრძლაში 11-0ს იმარჯვებენ!
გადავიდეთ ჩრდილოეთში, კონკრეტულად უკრაინაში, რომლებიც „იბრძვიან“ თავიანთი რეგოინის განთავისუფლებისათვის, თუმცა როგორც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ისინი არ თვლიან რუმინეთს მათ მტრად, მათ ერთადერთი მტერი უნგრეთია, ასე რომ ეს „ფორმალური“ ბრძოლაა. ისე კი ანგარიში 38-9 არის რუმინეთის სასარგებლოდ!

უფრო ჩრდილოთში ბელარუსელები იბრძვიან თავიანთი ტერიტორიის რუმინეთისგან განთავისუფლებისათვის, ქალაქ ვიცებსკში, საკვირველია თუმცა ფაქტია რომ ბელარუსელები 26-7ს იგებენ, თუმცა ბრძოლა მიმდინარეობს და არავინ იცის ვისი გამაჯვებით დასრულდება ის!
ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში სიტუაცია ისევ ძალიან მწვავეა! შვედეთი ცდილობს დაიბრუნოს ლიტვის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქალაქი - იოკოპინგი! ანგარიში 55-11ია შვედების სასარგებლოდ! როგორც ჩანს შვედები გაიმარჯვებენ... დიდი შანსია მათ ქალაქ გოტალენდისათვისაც იბრძოლონ!

ესტონეთმა იერიში მიიტანა ფინეთის ქალაქ ტურკუზე, ასევე ფინეთმა დაიწყო აჯანყება ესტონეთის წინააღმდეგ ქალაქ ჰელსინკში. ქალაქ ტურკუსთვის ბრძოლაში ესტონელებს განაღდებული აქვთ გამარჯვება, ისინი 55-0ს იგებენ!!! მეორე ბრძოლაშიც, ქალაქ ჰელსინკში, ისევ ესტონელები იმარჯვებენ 54-12ს!!
ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა!

გმადლობთ ყურადღებისათვის!



პატივისცემით Rezo Marshall Revishvili