მიმდინარე ბრძოლები (ამერიკა და აფრიკა) {რეპორტაჟი}

Day 2,549, 05:39 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გამარჯობათ!
ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ბრძოლები ამერიკის კონტინენტზე, როგორც ჩრდილოეთში ისე სამხრეთში.
დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია გადასწვდა ჩრდილოეთ ამერიკას და კანადას წარმატებით უტევს. მათ უკვე დაიპყრეს კანადის დიდი ნაწილი, კანადის მფლობელობაში მხოლოდ 7 რეგიონი არის. ზოგადად ამ რაოდენობის რეგიონი საკმაოდ კარგია თუმცა კანადის ტერიტორიის ფართობიდან გამომდინარე რეგიონების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია!
კანდასა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრძოლა 2 ადგილზე ერთროულად მიმდინარეობს. პირველი ეს არის ქალაქი ოტავა რომელიც ბრტანელების ხელშია, კანადელებს კი წამოწყებული აქვთ აჯანყება. აჯანყებამ ვერანაირად სარგებელი ვერ მისცა კანადას ისინი 80-8ს მარცხდებიან. ამავე დროს ბრიტანელები უტევენ ქალაქ ედმონტონს! და 32-1ს იმარჯვებენ!

გადავიდეთ მექსიკაზე რომლის ოკუპაციასაც კოლუმბია ცდილობს, მას უკვე დაპყრობილი აქვს რამდენიმე რეგიონი და ეხლა ქალაქ - მექსიკო სიტის აღებას ცდილობს! აქ კოლუმბიელები 11-0ს იგებენ და მიმდინარე შემბრძოლებაშიც ოთხივე დივიზიაში იმარჯვებენ!

სამხრეთ ამერიკაში პორტუგალია იპყრობს ვენესუელას ტერიტორიას. მას დაპყრობილი აქვს ქვეყნის ყველა რეგიონი გარდა დედაქალაქისა... ეხლა კი მიმდინარეობს ბრძოლა დედაქალაქ - ბარსელონასათვის! აქ პორტუგალია 30-3ს იგებს და მიმდინარე ბრძოლაშიც 30-3ს იგებს!
სავარაუდოდ პორტუგალია მთლიადან დაიკავებს ვენესუელას!

ეხლა გადავიდეთ აფრიკაში. აქ არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა აქედან გამომდინარე დიდი რაოდენობით ბრძლები არაა ხოლმე! არც დღესაა გამონაკლისი, თუმცა აფრიკისთვის საკმაო რაოდენობის ბრძოლებია.
დავიწყოთ ნიგერიით. მიმ მფლობელობაშია 2 რეგიონი. ოკუპირებულია 5 ტერიტორია! ორი საბერძნეთის ხოლო 3 არგენტინის კონტროლქვეშაა!! ნიგერიელები დღეს 2 ფრონტზე ერთდროულად იბძვიან. ორივე მათ მიერ წამოწყებული აჯანყებაა. პირველი ქალაქ ავკაში არგენტინის წინააღმდეგ, ბრძოლა ახალი დაწყებულია, ნიგერიელები 7-4ს იმარჯვებენ!
მეორე აჯანყება საბერძნეთის წინააღმდეგაა ქალაქ მაიდუგურში, თუმცა მარცხდებიან 44-0ს!

მიმდინარეობს ბრძლა საუდის არაბეთში, თურქეთის კონტროლირებად ქალაქ - ჰაი`ილში, სადაც არაბი განმათავისუფლებლები იბრძვიან! არაბები მედგრად იბრძვიან და 40-4ს იმარჯვებენ!

სულ ეს იყო. საღამოს დაგიბრუნდებით ევროპაში მიმდინარე ბრძოლებით (შეიძლება აზიაზეც დავწერო)!
ბოდიშით რომ ფოტოები დართული არ მაქვს... საკმაოდ შრომატევადია ფოტოებთან ერთად გაკეთება, მე კი დაღლილი ვარ... მოხარული ვიქნები თუ დამხმარე გამოჩნდება, მზად ვარ გადავიხადო დღეში 10 ლარი!

გმადლობთ ყურადღებისათვის!



პატივისცემით Rezo Marshall Revishvili