მსოფლიოში მიმდინარე ბრძოლები {რეპორტაჟი}

Day 2,547, 05:29 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

ალბათ მოგეხსენებათ რომ მე დავიწყე ბრძოლების გაშუქება... ეს კი ამ რუბრიკის მეორე სტატიაა... ვიმედოვნებ მოგეწონებათ!
პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ჩვენ მეგობარ პოლონეთს მუდმივად აქვს ბრძოლები... ამას თავიდან ვერც აიცილებს რადგან ეს უზარმაზარი სახელმწიფოა... დღეს მათ ბრძოლა გერმანელებთან აქვთ... გერმანიის ნაწილი დაპყრობილია პოლონეთის მიერ, დღეს ბრძოლა კი ბრემენისათვის მიმდინარეობს... თუმცა ეს ბრძოლა არ გავს ბრძოლას გაერთიანებისათვის რადგან პოლონეთი 22-0ს ანადგურებს გერმანელებს. როგორც სჩანს რამე ჩანაფიქრი აქვთ...


გადავიდეთ სერბეთისა და ალბანეთის ბრძოლაზე, რომელიც მიმდინარეობს ქალაქ დურესში. ფავორიტები რაღათქმაუნდა უძლიერესი სერბები, მიუხედავად ალბანელების ძლიერი მეგობრებისა, ალბანეთის მხარეს 5 ქვეყანაა სერბების მხარეს კი 19. სერბები ფავორიტობას ამართლებენ კიდეც... ისინი 20-2ს იგებენ და ალბათ ეს ბრძოლა სერბების გამარჯვებით დამთავრდება...


მიდინარეობს ბრძოლა რუმინეთსა და ბელარუსს შორის... ჯერჯერობით ბრძლა ახალი დაწყებულია და 0-0 ია თუმცა ისე პოლონელების დომინირება თვალსაჩინოა!


ეხლა კი გადავიდეთ ევროპის ჩრდილოეთში სადაც დიდი ბრძოლაა გამართული
შვედეთის ტერიტორია - სკანია დარტყმის ქვეშაა... მას უტევენ ლიტველები! აქ ანგარიში ლიტველების სასარგებლოდ 22-0ია...
შვედეთს მეორე ბრძლაც აქვს, ისინი უტევენ ლიტვის ტერიტორია - გოტალენდი, აქ შვედები იმარჯვებენ 4-40ს... ალბათ ეს ორი ქვეყანა ტერიტორიებს გაცვლის...
ესტონეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია - სამხრეთ ფინეთი იბრძვის თავისუფლებისათვის, ოულუსთან ერთად რომელიც ასევე ფინეთის ტერიტორიაა და ესტონეთმა დაიპყრო! სამხრეთ ფინეთში ანგარიში 17-5ია ფინელების სასარგებლოდ, ოულუში კი 11-0ია ესტონეთის სასარგებლოდ, როგორც ჩანს აქ აჯანყება ფინელებმა ყურადღების გადასატანდ მოაწყეს თუმცა შეიძლება ვცდებოდე და შემდეგ დიდი ბრძოლა გაიმართოს აქაც... ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს






პატივისცემით Rezo Marshall Revishvili