♞♞♞ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ♞♞♞

Day 2,414, 07:28 Published in Georgia Georgia by HORRORsan
Eსაქართველოს მოქალაქენო!

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის, რაც თქვენ Eსაქართველოს განვითარებისათვის გააკეთეთ !



რაც შეეხება სომხეთთან დაკავშირებით, ბევრი ახალი მოთამაშე ფიქრობს, რომ საქართველო სომხეთში უნდა შეიჭრას, რაც ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება.
როგორც ვიცით სომხეთს თურქეთი მფარველობს და რადგან Eთურქეთი ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს მასთან კონფლიქტი, გარდა ამისა 80 დღე არ შეგვიძლია ბრძოლა.



ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ Eსაქართველო - Eსომხეთს შორის გაიმართება ბრძოლა, რომელსაც ნამდვილად არ ექნება უარყოფითი მხარე, რადგან ეს ომი ორივე ქვეყნისათვის სასარგებლოც შეიძლება იყოს, ალბათ მიხვდით რომ ეს ბრძოლა იქნება მედლებისათვის, რაც ახალ მოთამაშეებს ხელს შეუწყობს სწრაფ განვითარებაში, მაგრამ ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს ბრძოლა არ გაიმართება, როგორც ვთქვი არ შეგვიძლია ბრძოლა და ამასთანავე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


როგორც იცით Eსაქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაბრუნებული აფხაზეთი Eთურქეთს მიაქირაოს, რაც ჩემი აზრით ასე თუ ისე გონივრულია. როგორც მოგეხსენებათ Eსაქართველო სულ რაღაც ორი თვის წინ დაემატა erepublik.com _ზე
ხოლო Eრუსეთი ჩვენამდე წლებით ადრე დაემატა, გარდა ამისა ისინი ჩვენზე ორჯერ მეტნი არიან. ალბათ ხვდებით რომ ჯობს Eთურქეთს გადავცეთ აფხაზეთი გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ვიდრე Eრუსეთმა დაიპყროს და სანაცვლოდ თანხა კი არ შემოგვთავაზოს, არამედ სხვა ტერიტორიებიც ხელთ იგდოს და მხოლოდ დედაქალაქიღა დაგვრჩეს.


ავტორი: HORRORsan