~ ინტერვიუ აქტიურ და ქველმოქმედ მოთამაშეებთან ~

Day 2,411, 09:28 Published in Georgia Georgia by HORRORsan


ინტერვიუს ვიღებთ fighterever_სგან


-თუ შეიძლება თქვენგან როგორც აქტიური და ქველმოქმედი მოთამაშე ინტევიუს ავიღებ

-კარგი 😁) კითხვები გამოუშვი და ყველასე დავწერ პასუხს 😘

-პირველ რიგში შენი წარმოშვების შესახებ თუ შეგიძლია რაიმე გვითხრა

- პირველ რიგში ვარ eსაქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც შემოუერთდა თამაშს არც თუ ისე დიდი ხანია ვარ 22 წლის და ვსწავლობ უნივერსიტეტში. თბილისიდან

-როგორ დაიწყეთ თამაში?

-თავდაპირველად ფორუმზე გავიგე თამაში სადაც მიდიოდა საინტერესო და ჯერ ჩემთვის უცნობი დისკუსია, გამოცდების მიმდინარეობის დროს ვერ დავრეგისტრირდი, მაგრამ როგორც კი მომირჩა ვცადე . სტრატეგია ჩემთვის ფავორიტი თამაშთაგანია, მითუმეტეს როდესაც გაქვს საქმე ეკონომიკასთან, პოლიტიკასთა, უცხოურ სახელმწიფოებთან, სხვადასხვა საბანკო საფინანსო სისტემებთან და სოციალურ სპეციფიკებთან, შესაბამისად მოხიბლული დავრჩი და გადავწყვიტე გამეგრძელებინა თამაში.

-რას აპირებთ ახლო მომავალში გააგრძელებთ თამაშს, ქველმოქმედებასა და წამახალისებელ გათამაშებებს?

-თამაშს ჩემი დროის შეზღუდულობის მიუხედავად ვაპირებ გავაგრძელო. რაც შეეხება ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა , აუცილებლად დავწერ პროექტებს რომელიც იქნება ქველმოქმედებაზე ორიენტირებული. პირველად როდესაც თამაში დავიწყე მახსოვს როგორ მიჭირდა 21 ლვლ იდან, ამიტომ ასეთ ადამიანებს მუდმივად დავეხმარები ჩემი მისერული ბიუჯეტიდან გამომდინარე რასაც შევძლებ, რაც შეეხება წამახალისებელ გათამაშებს, ეს ერთგვარი სტიმულია, ჯერ იმიტომ რომ მათ საშუალება ეძლევათ გამოავლინონ თავის შესაძლებლობები, გაერთონ და ასევე მოიგონ ფულადი თანხები

-მადლობთ რომ დაგვითმეთ დრო 🙂